საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 35

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2024 15:55

მიღების თარიღი იანვარი 25, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში  “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 25 იანვრის  № 03სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 25 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 25 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №03 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                  2024 წლის 25 იანვარი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.შპს ორიონი-კოდი 365-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.გამოძახებით,აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებაზე შპს„კავეა პლუსის“  ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები