საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2024 15:20
მიღების თარიღი აგვისტო 15, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს №33 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს №33 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს №33 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №33 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 15 აგვისტო
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. შპს „მულტიმედიასერვისისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. შპს „გრიდ ქონსთრაქშენისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6. შპს „ალიანსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7. შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8. შპს „სიაკომის“ (ს/კ 402198643) მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
9. შპს „რეტნ ჯი“-ის (ს/კ 404582340) მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
10. შპს „მთავარი არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
11. შპს „მთავარი არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
12. შპს „პოსტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
13. შპს „fixgroup”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
