საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2024 15:56
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 22 აგვისტოს №34 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 22 აგვისტოს №34 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 22 აგვისტო
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ოპტიმუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს “ნეტჰაბის” მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. გიორგი პაპავა - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
6. ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. გიორგი ქავთარაძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
7. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
8. შპს „fixgroup”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
9. სს „სილქნეტისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
10. შპს „მაგთიკომისთვის“ ურთიერთჩართვის დავალების თაობაზე შპს „მეტა 37“-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
11. შპს „ტელე 1”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
