საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 38

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2024 15:46

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2024 წლის  01 თებერვლის № 04 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის  2024 წლის  01 თებერვლის № 04 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს  „თმტექ“-ის  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს.    მაია    ქადეიშვილი       - იურიდიული    დეპარტამენტი,    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 01 თებერვლის №04 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №04 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2024 წლის 01 თებერვალი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის N B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის N გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.  შპს მანდარინ ქლაბ ჰაუსისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს ჯიფაუერისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.  შპს „უნისელ მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.  შპს „თმტექ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები