წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 381

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2024 17:25

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 11 სექტემბრის №37 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 11 სექტემბრის №37სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 11 სექტემბერი

სხდომის დასაწყისი: 12:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 18:00 საათამდე

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „მთავარი არხის" წინააღმდეგ მპგ„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

3. შპს„ფორმულას“, სს„მედია ჰოლდინგის“, შპს„ტელეიმედის“, შპს„სტუდია მაესტროს“, შპს„სილქ მედიას“, შპს„ტელეკომპანია  პირველის“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, შპს„პოსტვ“-ის, შპს„მთავარი არხის“, შპს„ილიონის“ წინააღმდეგ მპგ„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები