საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2024 14:30
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 19 სექტემბრის №40 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 19 სექტემბრის №40 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:
ა) შპს „ბიემჯის" მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
ბ) შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „პოსტვ“-ის, შპს „ტელეკომპანია პირველის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, შპს „ფორმულას“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „სილქ მედიას“ და შპს „ილიონის“ წინააღმდეგ მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
გ) შპს „თულას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2.გადაიდოს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 19 სექტემბრის №40 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ) განხილვა 2024 წლის 26 სექტემბერს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის მქონე კომუნიკაციების კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო;
3.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 19 სექტემბრის №40 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 19 სექტემბერი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ბიემჯის" მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
3. შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „პოსტვ“-ის, შპს „ტელეკომპანია პირველის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“, შპს „ფორმულას“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „სილქ მედიას“ და შპს „ილიონის“ წინააღმდეგ მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
4. შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B157 ლიცენზიის შპს „მედია ჰოლდინგი სივრცეებისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7. შპს „თულასთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8. შპს „გიორგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
9. შპს „ვოქს სოლუშენსის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
10. შპს „ნიუ-ნეტ+“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
11. შპს „ტელკო სისტემსის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
12. შპს „ჯეოსატის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
13. შპს „იო ნეთვორქს“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
14. შპს „ნატექსის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
15. შპს „ლოკალნეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
16. შპს „ოკრიბა ტვ+“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
17. შპს „ვიფიშერთან" მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის" განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
