წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 450

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2024 11:52

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №46 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №46 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 საკითხი:

ა) შპს „გლობალ სელისთვის“ საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

2.    დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №46 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე        წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 10 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ევროპის ხმის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს  „დათაჰაუს გლობალისთვის“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს  „გლობალ  სელისთვის“ საერთაშორისო  სასიგნალო  წერტილის კოდის  (ISPC)  მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები