საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 16:08
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის №48 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის №48 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:
ა) შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ) შპს „ტელეიმედის”, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „პოსტვ“-ის წინააღმდეგ მპგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარის განხილვის თაობაზე (მომხს.კონსტანტინე ქორიძე-მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);
გ) შპს „პოსტვ"-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ (მომხს.კონსტანტინე ქორიძე-მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის №48 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №48 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 17 ოქტომბერი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „სელფი მობაილისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს „ტელეიმედის”, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „პოსტვ“-ის წინააღმდეგ მპგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარის განხილვის თაობაზე (მომხს.კონსტანტინე ქორიძე- მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);
5. შპს „პოსტვ"-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ (მომხს.კონსტანტინე ქორიძე-მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);
6. "ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს Nგ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს.ეკა სიჭინავა-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
7. შპს „სეზონი ტვ“-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს.თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).