საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 46

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2024 14:48

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 08 თებერვლის №05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 08 თებერვლის N02 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 08 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B154 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B155 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B156 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 08 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №05 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                      2024 წლის 08 თებერვალი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს ქართული სალოკომოტივო კომპანიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.  შპს ფოთი პაილოტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. სს ლიბერთი ბანკისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. შპს „მეტალ ტრეიდისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ    (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს ტრანსფორდისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9. სს საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10.  ინდ.  მეწარმე  გოჩა  დვალისთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11. რადიომოყვარულ  გლებ  სუშკოსთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა და  მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12. შპს „ქართულ-ესტონური ტექნოლოგიებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

13. შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნას“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B154  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

14. შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნას“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B155  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

15. შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნას“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B156  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თავისუფალი მედია სივრცეს“ დამფუძნებელთა ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე (მომხს. ლიკა რუხაძე - ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახური).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები