წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 467

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2024 14:13

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №50 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №50 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ივანე მახარაძე        წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №50 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 18 ოქტომბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

პროექტი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);

2. შპს „მაგთიკომისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მპგ „ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);

4. სს „მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ მპგ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. კონსტანტინე ქორიძე მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი).


Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები