საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2024 16:20
მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 23 ოქტომბრის №57 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 23 ოქტომბრის №57 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 23 ოქტომბერი
სხდომის დასაწყისი: 12:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 18:00 საათამდე
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.სს „მედია ჰოლდინგის“ და შპს „ტელეიმედის" წინააღმდეგ მპგ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე- მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი);
3.სს „მედია ჰოლდინგის“ და შპს „ტელეიმედის" წინააღმდეგ მპგ „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. კონსტანტინე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტი).