საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2024 16:31
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №58 ხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №58 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:
ა)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ)შპს „ნეო-ნეტი 2024”-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
გ)რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №58 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2024 წლის 24 ოქტომბერი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე-ადმინისტრაცია);
2.შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
3.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
4.შპს “ნეო-ნეტი 2024”-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
5.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
6.შპს „რეტნ ჯის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
7.სს „სიაკომის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი