შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 154

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2024 15:13

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „სქაი სერვისი-Sky Service“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-482; 29.02.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში„კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის (N24-10-482; 29.02.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოებან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“- ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“ კომისიის  2016 წლის   11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2023 წელის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვარის თვეების), ფორმა 1.2 - თანამშრომლები (2023 წლის), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 4.2-მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12- ფიქსირებული ინტერნეტის ტრაფიკი (2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის და 2024 წლის იანვრის თვეების), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის თვეების).

3. შპს „სქაი  სერვისი-Sky  Service“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 21 მარტს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „სქაი სერვისი-Sky Service“- ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-24-03/720, 18/03/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-sqai-servisi-sky-service-s1.page).

4. კომისიის 2024 წლის 21 მარტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარდა. ამდენად, კომპანიას კომისიის  შეტყობინებით (N გ-24-03/762, 21.03.2024) ეცნობა, რომ შპს „სქაი სერვისი- Sky Service“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართებოდა 2024 წლის 28 მარტს, 15 საათზე. შეტყობინებით კომპანია მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის დასახელებული შეტყობინება შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს ჩაბარდა 2024 წლის 23 მარტს.

5. კომისიის  სხდომას არ ესწრებოდა  შპს „სქაი სერვისი-Sky  Service“-ის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე  მუხლის  მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

6. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N24-10-668, 28.03.2024) დამატებით დგინდება, რომ კომპანიას ასევე არ წარმოუდგენია 2024 წლის თებერვლის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. კერძოდ,   რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა-2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეები. ასევე, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე (2023 წელის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეები); ფორმა 1.2 - თანამშრომლები (2023 წლის), ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრის და თებერვლის თვეების), ფორმა 4.2-  მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 - ფიქსირებული ინტერნეტის ტრაფიკი (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრის და თებერვლის თვეების), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების).

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

8.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

9.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12. კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-482; 29.02.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

13. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-668, 28.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

14. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/720, 18/03/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-sqai-servisi-sky-service-s1.page) .

15. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/762, 21.03.2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი AP01009317720).

16. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „სქაი სერვისი-Sky Service“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ.

18.  შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების) და ფორმა 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-482;29.02.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-668, 28.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

19.  შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

20. საქართველოს  კანონმდებლობის  მიხედვით,  შპს  „სქაი  სერვისი-Sky  Service“,  როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად,   კომისიის   საერთო  სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

21.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების) და ფორმა 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების).

22. შესაბამისად,  შპს  „სქაი  სერვისი-Sky  Service“-ის  მიერ  დარღვეულია  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23. აღსანიშნავია, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „სქაი სერვისი- Sky Service“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

24. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფში მითითებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2. შპს  „სქაი სერვისი-Sky Service“-ს დაევალოს 2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: ფორმა 1.1 (2023 წელის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვარისა და თებერვლის თვეების), ფორმა 1.2 (2023 წლის), ფორმა 4.1 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების), ფორმა 4.2 (2023 წლის მე-4 კვარტალი), ფორმა 4.12 (2023 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრის და თებერვლის თვეების) და ფორმის 5.4 (2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „სქაი სერვისი- Sky Service“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ისთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. გადაწყვეტილების    შესრულებაზე   კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები