შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 198

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2024 14:59

მიღების თარიღი მაისი 02, 2024

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს  „ჯიემთივი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების    ფორმების    დამტკიცების    შესახებ“    საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-689, 01.04.2024 და N24-10-799, 22.04.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 2 მაისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-689, 01.04.2024 და N24-10-799, 22.04.2024 ) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა. ასევე,  შპს „ჯიემთივის“ არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები)  სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების   წყაროები); ფორმა  1.6  (მაუწყებლისთვის  გაწეული  სასყიდლიანი  და  უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

3. შპს „ჯიემთვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  საკითხის განსახილველად  კომისიის  სხდომა  დაინიშნა  2024  წლის  2  მაისს,  რის  შესახებაც,     შპს „ჯიემთივის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/1005, 29/04/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis5.page). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის დასახელებული შეტყობინება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა 2024 წლის პირველ მაისს.

4. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

5. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათიდან  (N  24-10-857, 02.05.2024) ირკვევა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის კომპანიას კვლავ არ აქვს წარმოდგენილი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პარაგრაფში მითითებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

 II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან  ყოველთვიურად ფაქტობრივად  მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

8.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი  პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

11. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-689, 01.04.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

12.  კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   სამსახურებრივი   ბარათი  (N24-10-799,   22.04.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

13. კომისიის  შეტყობინება  (Nგ-24-03/1005,  29/04/2024)  სხდომაზე  მოწვევის  თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი:AP01009317707);

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები;

15.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-857, 02.05.2024).

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

16.  შპს „ჯიემთივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  „ჯიემთივის“ შესახებ.

17. შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა. ასევე,   შპს „ჯიემთივის“ არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები)   სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე). აღნიშული ფორმები ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი  (N24-10-689,01.04.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-799, 22.04.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-857, 02.05.2024) .

18. შპს „ჯიემთივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“  შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

19. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო    თვის  20  რიცხვისა,    ელექტრონულად,    კომისიის    საერთო    სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

20.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის დეკემბრის,  2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა. ასევე,   შპს „ჯიემთივის“ არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) სტატისტიკური  ანგარიშგების შემდეგი  ფორმები: ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები); ფორმა 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება); ფორმა 1.7. (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე).

21. შესაბამისად, შპს „ჯიემთივის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22. აღსანიშნავია, რომ შპს „ჯიემთივის“ მიმართ ბოლო ერთი  წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „ჯიემთივის“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

23. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პარაგრაფში მითითებული რეგულირებისყ ოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ჯიემთივის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების  დარღვევის გამო.

2.  შპს  „ჯიემთივის“  დაევალოს  2023  წლის  დეკემბრის,  2024  წლის  იანვრისა,  თებერვლისა  და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ  გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“  გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ჯიემთივისთის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯიემთივისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები