შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 235

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2024 16:36

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „პროსერვ.ჯი“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი:      კომუნიკაციების      ეროვნული      კომისიის      აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-851, 01.05.2024).

კომისიის სხდომის თარიღები: 2024 წლის 23 და 30 მაისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია“)  აპარატის  ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის   (N  24-10-851,  01.05.2024) საფუძველზე  კომისიაში  დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „პროსერვ.ჯი“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის  განსაზღვრისა  და  გადახდის  წესის  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის  2005 წლის  28 ოქტომბრის   N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-ის ერიცხება 2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტი თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 503.12 ლარის ოდენობით.

3. შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის  სხდომები  გაიმართა   2024 წლის   23 და   30 მაისს,  რის  შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში   ავტორიზებულ   პირს,   შპს   „პროსერვ.ჯი“-ის გაეგზავნა წერილობითი   შეტყობინებები (N გ-24-03/1080; 20/05/2024 და  N გ-24-03/1125; 24/05/2024), რომლებიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-proservdji-is.page; https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-proservdji-s1.page) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში   მონაწილეობის   მისაღებად.   ავტორიზებულ   პირს   ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

6.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

7.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

8.    კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი   ბარათი   (N   24-10-851,   01.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

9. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი   ბარათი   (N   24-10-995,   30.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

10.  შეტყობინება კომისიის 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (N გ-24-03/1080; 20/05/2024).

11.  შეტყობინება კომისიის 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (N გ-24-03/1125; 24/05/2024).

12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ის შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

13.  შპს „პროსერვ.ჯი“ (პ/ნ 412706086) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ის შესახებ.

14.  შპს „პროსერვ.ჯი“-ის ერიცხება 2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტი თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 503.12 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი   ბარათი   (N   24-10-851, 01.05.2024).

15. შპს „პროსერვ.ჯის“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მიღების დროისთვის კვლავ ერიცხება 2023  წლის  დეკემბრისა  და 2024  წლის იანვრის,  თებერვლისა  და  მარტი თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 503.12 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათი  (N  24-10-995,

30.05.2024).

16.  შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ის შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

17.  შპს „პროსერვ.ჯი“, როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“ „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და გადაიხადოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

18. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“ მიერ 2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტი თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების, 503.12 ლარის გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

19.  შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  მე-4  პუნქტის,  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  და  „ლ“  ქვეპუნქტებისა  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

20. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „პროსერვ.ჯი“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „პროსერვ.ჯი“-ის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის  და  36-ე  მუხლის  მე-13  და  მე-14  პუნქტების  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა:

1.  შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2.    შპს „პროსერვ.ჯი“-ის დაევალოს 2023 წლის დეკემბრისა და 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების 503.12 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „პროსერვ.ჯი“- სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.    გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   ან   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5.    გადაწყვეტილება შეიძლება   გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „პროსერვ.ჯი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7.    გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები