შპს „ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 258

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2024 13:49

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

შპს „ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ჯენკოლაინი“

ამართალდარღვევა: „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-851, 01.05.2024, N24-10-943, 23.05.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 30 მაისი და 6 ივნისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-851, 01.05.2024 და N24-10-943, 23.05.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან (N24-10-851, 01.05.2024, N24-10-943, 23.05.2024 და N24-10-995, 30.05.2024), ასევე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 24-10-976, 29.05.2024) ირკვევა, რომ შპს „ჯენკოლაინს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი-აბონენტი კვარტალში), ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

3. შპს „ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 30 მაისს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ჯენკოლაინს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/1126, 24/05/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps- povernets7.page) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

4. შპს „ჯენკოლაინის“ წარმომადგენელი კომისიის 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა. ამდენად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 6 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-24-03/1196, 31/05/2024), რომელიც        ასევე გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djenkolains4.page), გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის 2024 წლის 6 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯენკოლაინის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ჯენკოლაინის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

6.  შპს  „ჯენკოლაინის“  სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე” კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის Nგ-23-18/440 გადაწყვეტილებით შპს „ჯენკოლაინი“      ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და შპს „ჯენკოლაინი“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

7. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათიდან  (N24-10-1037,  06.06.2024) ირკვევა, რომ შპს „ჯენკოლაინმა“ შეავსო და წარმოადგინა 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი-აბონენტი კვარტალში), ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

10.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

12.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე      მუხლის      პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

13.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-851, 01.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

14.  კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   სამსახურებრივი  ბარათი   (N24-10-943,   23.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

15. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-976, 29.05.2024);

16.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-995, 30.05.2024);

17. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/1196, 31/05/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djenkolains3.page).

18. კომისიის  შეტყობინება  (Nგ-24-03/1126,  24/05/2024)  სხდომაზე  მოწვევის  თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djenkolains4.page);

19.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1037, 06.06.2024);

20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯენკოლაინის“ შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

21. შპს „ჯენკოლაინი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს „ჯენკოლაინის“ შესახებ.

22.  შპს  „ჯენკოლაინს“  კომისიაში  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი  2024  წლის  იანვრის,  თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი-აბონენტი კვარტალში), ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-851, 01.05.2024, N24-10-943, 23.05.2024 და N24-10-995, 30.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-976, 29.05.2024).

23. შპს  „ჯენკოლაინის“  სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე” კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის Nგ-23-18/440 გადაწყვეტილებით შპს „ჯენკოლაინი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და შპს „ჯენკოლაინი“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

მტკიცებულება:  კომისიის  2023  წლის  14  სექტემბრის  Nგ-23-18/440  გადაწყვეტილება  „შპს „ჯენკოლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“;

24. შპს „ჯენკოლაინმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეავსო და წარმოადგინა 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი  ფორმები: ფორმა1,1 (შემოსავლების    თაობაზე), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი-აბონენტი კვარტალში), ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1037,06.06.2024);

25.  შპს „ჯენკოლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯენკოლაინის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

26. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ჯენკოლაინი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური  ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯენკოლაინს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი-აბონენტი კვარტალში), ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა). კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული ფორმები წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ვადების დარღევით.

28.  შესაბამისად,   შპს  „ჯენკოლაინის“ მიერ დარღვეულია   „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

29. აღსანიშნავია, რომ შპს „ჯენკოლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „ჯენკოლაინს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე- 19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „ჯენკოლაინს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ჯენკოლაინისთვის“  გაგზავნა   და   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯენკოლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „ჯენკოლაინისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯენკოლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების    შესრულებაზე    კონტროლი    (გარდა გადაწყვეტილების    სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე               წევრი

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები