შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 260

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2024 15:06

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „გიორგი“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-851, 01.05.2024 და N24-10-943, 23.05.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 30 მაისი და 6 ივნისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-851, 01.05.2024 და N24-10-943, 23.05.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2.    მოხსენებითი   (N24-10-851,   01.05.2024)   და   სამსახურებრივი  ბარათებიდან   (N24-10-943, 23.05.2024; N 24-10-995, 30.05.2024), ასევე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 24-10-975, 29.05.2024) ირკვევა, რომ შპს „გიორგის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება), ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება-აბონენტი კვარტალში).

3.  შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 30 მაისს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „გიორგის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/1128, 24/05/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps- giorgis9.page), შეტყობინება ასევე გაიგზავნა შპს “გიორგის” იურიდიულ მისამართზე, კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

4. შპს „გიორგის“ წარმომადგენელი კომისიის 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა, ამდენად საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 6 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-24-03/1198, 31/05/2024), რომელიც ასევე გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-giorgis10.page), გაიგზავნა შპს „გიორგის“ იურიდიულ მისამართზე, კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98–ე  და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. შპს „გიორგის“ წარმომადგენელი კომისიის 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა. ვინაიდან,  შპს „გიორგისთვის“  გაგზავნილი  შეტყობინების  შინაარსი  საჯაროდ  გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, გაიგზავნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე და კომისიისთვის  ცნობილ  და  კომპანიის  მიერ  დაფიქსირებულ  ბოლო  ელ. ფოსტის მისამართზე,  კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. ამდენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „გიორგის“ დაუსწრებლად.

6. კომისიის აპარატის   ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N24-10-1037, 06.06.2024) ირკვევა, რომ 2024 წლის 6 ივნისის მდგომარეობით შპს „გიორგის” არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება), ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება-აბონენტი კვარტალში).

 II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

9. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-851, 01.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

13. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-943, 23.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

14. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-975, 29.05.2024);

15.  კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1128, 24/05/2024) 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-giorgis9.page). ასევე,  შეტყობინების იურიდიულ მისამართზე და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

16.  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-995, 30.05.2024);

17. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/1198, 31/05/2024) 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-giorgis10.page), ასევე, შეტყობინების იურიდიულ მისამართზე და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

18.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1037, 06.06.2024);

19. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიორგის“ შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20.  შპს „გიორგი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიორგის“ შესახებ.

21. შპს „გიორგის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება), ფორმა  4.4  (მაუწყებლობის  ტრანზიტული მომსახურება-აბონენტი კვარტალში).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი N24-10-851, 01.05.2024) და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-943, 23.05.2024; N  24-10-995, 30.05.2024; N  24-10-1037, 06.06.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-975, 29.05.2024).

22. შპს „გიორგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „გიორგის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

23. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „გიორგი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული  პირი  ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად,  კომისიის საერთო   სტატისტიკური  ბაზის ფორმა 1.9-ის   საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

24.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „გიორგის“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1,1 (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება), ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება-აბონენტი კვარტალში).

25. შესაბამისად, შპს „გიორგის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016  წლის  11  თებერვლის  N95/19  გადაწყვეტილება  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

26.  აღსანიშნავია, რომ შპს „გიორგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „გიორგის“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

27. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაშიო წინამდებარე გადაწყვეტილების 21-ე პარაგრაფში მითითებული რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გიორგის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016  წლის  11  თებერვლის  N95/19  გადაწყვეტილებისა  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების  დარღვევის გამო;

2. შპს „გიორგის“ დაევალოს 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4,3-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) და ფორმა 4.4-ის (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება- აბონენტი კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.  ვოტ) გადაწყვეტილების შპს „გიორგისთვის“  გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „გიორგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „გიორგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე              წევრი

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები