წვდომის მენიუ

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 306

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2024 13:49

მიღების თარიღი ივლისი 11, 2024

შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს  „ჯიემთივი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების    ფორმების    დამტკიცების    შესახებ“    საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „შპს „ჯიემთივისთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-1012, 03.06.2024 და N24-10-1185, 26.06.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 4 ივლისი და 11 ივლისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-1012, 03.06.2024 და N24-10-1185, 26.06.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „შპს „ჯიემთივისთვის“    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიემთივის“ არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“  კომისიის  2024  წლის  2  მაისის  N  გ-24-18/198  გადაწყვეტილების  მე-2  პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7- ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ- ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა 2024 წლის 16 მაისს. ამდენად, შპს „ჯიემთივის“ მასზედ დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 31 მაისის ჩათვლით.

3. ასევე,  წარმოდგენილი  ბარათებიდან  ირკვევა,  რომ  შპს  „ჯიემთივის“  კომისიაში  არ  აქვს წარმოდგენილი 2024 წლის აპრილის და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

4. შპს „ჯიემთივისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდაკისრების საკითხის განსახილველად  კომისიის სხდომა  დაინიშნა  2024  წლის 4  ივლისს,  რის  შესახებაც, შპს „ჯიემთივის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/1357, 26/06/2024), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2024 წლის პირველ ივლისს, ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis6.page). კომისიის 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 11 ივლისს, 15 საათზე. ზემოაღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-24-03/1410, 04/07/2024), რომელიც ჩაბარდა 2024 წლის 2024 წლის 10 ივლისს. შეტყობინება ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis7.page) და გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98– ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის 2024 წლის 11 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2  ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება-დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა

7.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის  შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების  ან/და  შესრულებული  სამუშაოს  მთლიანი  ღირებულების  (დღგ-ის  გარეშე)  0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

8. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად  ან მისი    პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია         ვალდებულია     მედიამომსახურებისა     და     ვიდეოგაზიარების     პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

13. კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1012, 03.06.2024) თანდართული დოკუმენტაციით (გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);

14.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1185, 26.06.2024);

15. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1357, 26/06/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე  და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

16. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1410, 04/07/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

17.  კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1176, 24.06.2024);

18.  კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათ (N 24-10-1178, 25.06.2024).

19. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები;

20. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილება;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

21.  შპს „ჯიემთივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  „ჯიემთივის“ შესახებ.

22. შპს   „ჯიემთივისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით შპს „ჯიემთივის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“   კომისიის 2016  წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

23.  ამავე გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს  „ჯიემთივის“  დაევალა  2023  წლის  დეკემბრის,  2024  წლის  იანვრისა,  თებერვლისა  და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება  (რეკლამის  ან ტელეშოფინგის    განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

მტკიცებულება: შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილება.

24. შპს „ჯიემთივის“  არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა 2024 წლის 16 მაისს. ამდენად, შპს „ჯიემთივის“ მასზედ დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 31 მაისის ჩათვლით. ასევე, შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის აპრილის და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1012,03.06.2024) თანდართული დოკუმენტაციით (გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია); კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1185, 26.06.2024) .

25.  კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ჯიემთივის” წლიური შემოსავლის 0,5% არ აღემატება 2500 ლარს;

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1178, 25.06.2024).

3. სამართლებრივი შეფასება

26. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო    თვის    20    რიცხვისა,    ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული  რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

27. ასევე, შპს „ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

28.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯიემთივის“  არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება (შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში). ამდენად, კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში შპს „ჯიემთივიმ“ არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კერძოდ, არ წარმოადგინა 2024 წლის აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

29. შესაბამისად, შპს „ჯიემთივის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება და „შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

30.  გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილებით შპს „ჯიემთივის“ მიცემული ჰქონდა წერილობითი   გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის   წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, შპს „ჯიემთივის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.

31.  ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, აგრეთვე 2024 წლის აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97- ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „ჯიემთივის“  დაეკისროს   ჯარიმა   2500   ლარის   ოდენობით  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11   თებერვლის  N95/19   გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და     შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის Nგ-24-18/198 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2. შპს „ჯიემთივის“ დაევალოს 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. შპს „ჯიემთივიმ“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე       გადაწყვეტილების    სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი   რეკვიზიტების   მიხედვით:   ხაზინის   ერთიანი   ანგარიში,  ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“   გაგზავნა  და კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის   გადაწყვეტილების ან   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

8. გადაწყვეტილების შესრულებაზე  კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები