წვდომის მენიუ

შპს „ტვ 25“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 332

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2024 16:55

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2024

შპს „ტვ 25“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტვ 25“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19 მუხლის მე-2   პუნქტის   „ბ“   ქვეპუნქტისა   და   კომისიის     2014 წლის     28 ნოემბრის   №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო  ნაწილის  მე-2  პუნქტის  და  მე-3  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების    საფუძველი: კომისიის აპარატის სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-1352; 22.07.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის პირველი აგვისტო

I.აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში  „კომისია“) აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-1352; 22.07.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოება  შპს  „ტვ  25“-ის  მიერ  საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2.კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის  2014 წლის  28 ნოემბრის №  661/13 გადაწყვეტილებით, შპს „ტვ  25“ ფლობს სიხშირულ  რესურსს, ადგილობრივი  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული  გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტის  მე-19 სტრიქონით განსაზღვრული ტექნიკური     პარამეტრებით.  კომისიის     ა/წ 14 მარტის Nგ-24-18/137 გადაწყვეტილებით, შპს    „ტვ 25“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და

„ადგილობრივი ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე”  კომისიის   2014 წლის   28 ნოემბრის   N661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“-ს დაევალა სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე კომისიის წერილობით ინფორმირება 3 თვის ვადაში.

3.    შპს „ტვ 25”-ის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/4354, 28.12.23) საფუძველზე, 2024 წლის 28 მარტის Nგ-24-19/152 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში და შპს „ტვ 25“-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვრა მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“-ს დაევალა მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე კომისიის წერილობით ინფორმირება 3 თვის ვადაში. შესაბამისად, შპს „ტვ 25”-ს მაუწყებლობა უნდა ეწარმოებინა მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე განთავსებული გადამცემიდან, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით.

4.    კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ა/წ პირველ ივლისს, შპს „ტვ 25“-მა კომისიას წერილობით აცნობა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-24-6/2845), რომ ვერ შეძლო მისთვის განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულება, გადამცემი სადგურის მწვანე კონცხის ანძაზე განთავსების მიზნით და ითხოვა დამატებით ვადა 2024 წლის 15 აგვისტომდე, სადგურის შესაკეთებლად და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კოორდინატებზე განსათავსებლად.

5.    კომისიის   აპარატის   სპექტრის   და   ტექნოლოგიის   დეპარტამენტის   დაგეგმარების   ჯგუფის დავალებით, 2024 წლის 16 ივლისს, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში, შპს „ტვ 25“-ის ოფისში (გეოგრაფიული კოორდინატები N 41°38'18"; E 41°37'23") ჩატარებული იქნა რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები, შპს „ტვ 25“-ის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ფუნქციონირების დადგენის მიზნით.

6.  მონიტორინგის  შედეგად  დადგინდა,  რომ  შპს  „ტვ  25“-ის  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო ქსელი მე-7 სატელევიზიო არხზე არ ფუნქციონირებს და ასევე, შპს „ტვ 25“-მა არ უზრუნველყო სატელევიზიო გადამცემის განთავსება მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე, რის თაობაზეც შედგენილია ტექნიკური შემოწმების აქტი №249-დ.

7.  კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგები ადასტურებს, რომ დარღვეულია კომისიის 2014 წლის 28 ნოემბერის N661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები, რომლებიც ადგენს „ტვ 25“-ის გადამცემის მდებარეობას და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფუნქციონირების სხვა პირობებს.

8.    შპს    „ტვ    25“-ის    მიერ    საქართველოს    კანონმდებლობის    შესაძლო     დარღვევის    საკითხის განხილვის  მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის პირველ აგვისტოს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა  წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/1574; 29/07/2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

9.    მიმდინარე  წლის  30  ივლისს,  შპს  „ტვ  25“-მა  კომისიაში  წარმოადგინა  წერილობითი  ახსნა- განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3245; 30.07.2024) თანდართული დოკუმენტაციით. აღნიშნული   წერილით,   ავტორიზებულმა   პირმა   წარმოადგინა   ინფორმაცია   კომისიის   მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მისი სატელევიზიო გადამცემის მუშაობის აღდგენის მიზნით შესრულებული სამუშაოს შესახებ. შპს „ტვ 25“-ის განმარტებით, ა/წ 16 მაისს, ლიტვურ კომპანია “Vigintos Elektronika”-ს შეუკვეთეს გადამცემის ტრანზისტორი. შეკვეთილი ნივთი მიიღეს ა/წ 10 ივნისს, ხოლო 11 ივნისს, გადამცემის დაფა და ტრანზისტორი გადაეგზავნა კომპანია “Vigintos Elektronika”-ს წარმომადგენლობას თბილისში. მიმდინარე წლის 4 ივლისს, ავტორიზებულმა პირმა დაამონტაჟა შეკეთებული დაფა, მაგრამ სადგური არ ამუშავდა. ა/წ 5 ივლისს, გადამცემი სადგური გადაეგზავნა კომპანია“Vigintos Elektronika”-ს. ავტორიზებული პირის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში შპს „ტვ 25“  დამოკიდებულია კომპანია “Vigintos Elektronika”-სზე. შპს „ტვ 25“-მა ასევე, წარმოადგინა კომპანია “Vigintos Elektronika”-ს ტექნიკური წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ა/წ 11 ივნისს, კომპანიამ მიიღო შპს „ტვ 25“-ის გადამცემი სადგურის გამომავალი კასკადის მძლავრი ტრანზისტორი, რომელიც შეაკეთეს, მაგრამ, სადგურის ჩართვის შემდგომ, მას აღმოაჩნდა სხვა დაზიანება. ამჟამად მიმდინარეობს გადამცემი სადგურის დაზიანების აღმოფხვრა. მისი განცხადებით, თუ 10 დღის ვადაში ვერ მოხერხდა დაზიანების აღმოფხვრა, მთლიანად გადამცემის პლატა უნდა გაიგზავნოს ვილნიუსში, ქარხანაში.

10.  კომისიის 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ 25“-ის დირექტორი, რომელიც დაეთანხმა კომისიაში წერილობით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას,   ასევე,   ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გარემოებებს და აღიარა დარღვევის ფაქტი. მან ასევე, დაადასტურა, რომ სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ავტორიზებული პირისთვის 2 თვის განსაზღვრა გინივრული იქნებოდა.

II.          მარეგულირებელი კანონმდებლობა

11.  „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“   საქართველოს   კანონის  მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

12.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

13.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

14.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

15. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების, აგრეთვე  სალიცენზიო  პირობების  შესრულებას.  მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

16.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

17.  „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

18. კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   N1   დადგენილებით   დამტკიცებული   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი;

19. კომისიის   2003   წლის   27   ივნისის   N1   დადგენილებით   დამტკიცებული   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

III.         სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

20.  კომისიის აპარატის სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-1352; 22.07.2024);

21.  შპს „ტვ 25”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/2845; 01.07.2024)

22.  შემოწმების აქტი №249-დ;

23.  2024 წლის 16 ივლისის მონიტორინგის ამსახველი ფოტომასალა;

24.  შპს „ტვ 25“-ის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3245; 30.07.2024);

25.  კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“;

26. კომისიის   2024   წლის   14   მარტის   N   გ-24-18/137   გადაწყვეტილება   „შპს   „ტვ   25“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“;

27. კომისიის 2024 წლის 28 მარტის N გ-24-19/152 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა        სატელევიზიო      ქსელების      უზრუნველსაყოფად      ადგილობრივი      საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

28.  შპს „ტვ 25“-ის ავტორიზაციის მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

29.  შპს „ტვ 25“-ის შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

30.  შპს „ტვ 25“-ის დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

31.  შპს „ტვ 25“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 20/04/2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა: A.T.1.1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით, ასევე, შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.T.1.1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი).

მტკიცებულება: შპს „ტვ 25“-ის ავტორიზაციის მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

32.  კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“-ს უსასყიდლოდ მიენიჭა რადიოსიხშირული  რესურსით სარგებლობის  უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით. მოცემული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „ტვ 25“-ის საფირმო სახელწოდება იყო შპს „ტელეარხი 25“.

მტკიცებულება: „ადგილობრივი  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი  საეთერო  ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება;  შპს „ტვ 25“-ის შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან.

33. კომისიის 2024 წლის 14 მარტის Nგ-24-18/137 გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“- ს დაევალა სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის  წერილობით წარმოდგენა კომისიაში 3 თვის ვადაში.

მტკიცებულება: „შპს „ტვ 25“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 14 მარტის Nგ-24-18/137 გადაწყვეტილება

34.  შპს „ტვ 25”-ის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/4354, 28.12.23) საფუძველზე, 2024 წლის 28 მარტის Nგ-24-19/152 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში და შპს „ტვ 25“-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვრა მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტვ 25“-ს დაევალა მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის    წერილობით წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. შესაბამისად, შპს „ტვ 25”-ს მაუწყებლობა უნდა ეწარმოებინა 41°41'37.61"N; 41°42'55.20" E გეოგრაფიულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობაზე (მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა) განთავსებული გადამცემიდან, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ტვ 25“-ს ჩაბარდა ა/წ 3 აპრილს.

მტკიცებულება: „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი  საეთერო  ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2024 წლის   28 მარტის N გ-24-19/152 გადაწყვეტილება  და მისი შპს „ტვ 25“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

35.  2024 წლის პირველ ივლისს, შპს „ტვ 25“-მა კომისიას წერილობით აცნობა, რომ ვერ შეძლო მისთვის განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულება გადამცემი სადგურის მწვანე კონცხის ანძაზე განთავსების მიზნით და ითხოვა დამატებით ვადა 2024 წლის 15 აგვისტომდე, სადგურის შესაკეთებლად და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კოორდინატებზე განსათავსებლად.

მტკიცებულება: შპს „ტვ 25”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/2845; 01.07.2024).

36. კომისიის  აპარატის  სპექტრის  და  ტექნოლოგიის  დეპარტამენტის  დაგეგმარების  ჯგუფის დავალებით, 2024 წლის 16 ივლისს, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინრების მიერ, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №168-ში, შპს „ტვ 25“-ის ოფისში (გეოგრაფიული კოორდინატები N 41°38'18"; E 41°37'23") ჩატარებული იქნა რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოები, შპს „ტვ 25“-ის სატელევიზიო გადამცემი სადგურის ფუნქციონირების დადგენის მიზნით.

მტკიცებულება: სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1352; 22.07.2024); შემოწმების აქტი №249-დ; 2024 წლის 16 ივლისის მონიტორინგის  ამსახველი ფოტომასალა.

37. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტვ 25“-ის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი მე-7 სატელევიზიო არხზე არ ფუნქციონირებს და ასევე, შპს „ტვ 25“-მა არ უზრუნველყო სატელევიზიო გადამცემის განთავსება მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე, რის თაობაზეც შედგენილია ტექნიკური შემოწმების აქტი №249-დ. მონიტორინგის დროს გამოვლენილი გარემოებები ასევე დადასტურებულია შპს „ტვ 25“-ის დირექტორის მიერ.

მტკიცებულება: სპექტრის და  ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1352; 22.07.2024); შემოწმების აქტი №249-დ; 2024 წლის 16 ივლისის მონიტორინგის  ამსახველი ფოტომასალა; შპს „ტვ-25“-ის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3245;  30.07.2024);  შპს  „ტვ  25“-ის  დირექტორის  მიერ  კომისიის  სხდომაზე  მიცემული  ახსნა- განმარტება.

38. შპს „ტვ 25“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტვ 25“-ის შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

3.    სამართლებრივი შეფასება

39. ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

40.  კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტვ 25“ ვალდებული იყო  ადგილობრივი    ციფრული  მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ძირითადი გადამცემი სადგურები განეთავსებინა 41°41'37.61"N; 41°42'55.20"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე და აღნიშნულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობაზე (მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა) განთავსებული გადამცემიდან უზრუნველეყო მაუწყებლობის განხორციელება შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დაცვით.

41.  შპს „ტვ 25“-მა კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყო სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მდებარეობიდან (41°41'37.61"N; 41°42'55.20"E გეოგრაფიულ კოორდინატებზე არსებულ საანძო მოწყობილობიდან (მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა) შესაბამისი ტექნიკური პირობებით.

42.  გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგად დადგენილია, რომ შპს „ტვ 25“-ის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი მე-7 სატელევიზიო არხზე არ ფუნქციონირებს. თავის მხრივ, კომპანიის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მე-7 სატელევიზიო არხზე ფუნქციონირების ვალდებულება განსაზღვრულია „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული       პირი       ვალდებული       იყო       უზრუნველეყო       მისთვის       მინიჭებული შესაბამისი   რადიოსიხშირული რესურსის ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;

 4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

43. შპს  „ტვ  25“-ის  მიერ  ამ  გადაწყვეტილების  მე-41  და  42-ე  პარაგრაფებში  მითითებული ქმედებით/უმოქმედობით,  ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტი, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

44. კომისიის 2024 წლის 14 მარტის Nგ-24-18/137 გადაწყვეტილებით შპს „ტვ 25“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, მართალია, შპს „ტვ 25“-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევა, მაგრამ ვინაიდან 2014 წლის 14 მარტის Nგ-24-18 / 137 გადაწყვეტილებით   იგი  გათავისუფლდა ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისაგან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  კომპანია წინამდებარე გადაწყვეტილებით წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

45.  შპს „ტვ 25“-ს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისთვის ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს, მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად  მინიჭებული  რადიოსიხშის  გამოყენება  კომისიის  2014  წლის  28  ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, და ასევე, მიღებული ზომების თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას.

IV.     სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის   პირველი   და   მე-3   პუნქტების,   44-ე   მუხლის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების   მინიჭების თაობაზე“   კომისიის   2014   წლის   28   ნოემბრის   N661/13 გადაწყვეტილების,  „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2024 წლის 28 მარტის N გ-24-19/152 გადაწყვეტილების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.    შპს  „ტვ  25“-ს მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,   „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა         სატელევიზიო      ქსელების      უზრუნველსაყოფად      ადგილობრივი      საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების   მინიჭების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.    შპს  „ტვ  25“-ს  დაევალოს ამ  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  ავტორიზებული პირისთვის  ჩაბარებიდან  2  თვის  ვადაში  უზრუნველყოს  თავისი  სატელევიზიო  გადამცემის ფუნქციონირება და ადგილობრივი ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად  მინიჭებული  რადიოსიხშის  გამოყენება  კომისიის  2014  წლის  28  ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და ასევე, მიღებული ზომების თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას.

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტვ 25“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

5.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (ე.  ჭახრაკია)  შპს  „ტვ  25“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  (გარდა  გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები