წვდომის მენიუ

სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-24-18 / 497

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2024 15:32

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2024

სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: სს„სიაკომ“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2028, 16.10.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 24 ოქტომბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2028, 16.10.2024)  თანახმად, „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სიაკომს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სს „სიაკომს“ დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა  ბაზების კოპირების    ტექნიკური  შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სს „სიაკომს“ ჩაბარდა 2024 წლის 21 აგვისტოს.

2.სს „სიაკომს“ კომისიის გადაწყვეტილებით   განსაზღვრულ   ვადაში   კომისიისთვის   არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ უზრუნველყო ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  დარღვევა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

3.სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა  დაინიშნა  2024  წლის  24  ოქტომბერს,  15:00  საათზე,  რის  შესახებაც,  კომპანიას ეცნობა წერილობითი  შეტყობინებით  (N გ-24-03/2360, 17/10/2024),  რომელიც  გაეგზავნა  მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება,  ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-ss-siakoms.page). ამავე შეტყობინებით,  კომპანიას   განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და  99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში  არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

4.კომისიაში  2024  წლის  23  ოქტომბერს  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-24-6/4634,  23.10.2024) შემოვიდა სს „სიაკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიამ განიხილა შუამდგომლობა და საოქმო გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

5.კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა სს „სიაკომის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის     95-ე    მუხლის    მე-2    ნაწილით    მისთვის    დაკისრებული    ვალდებულება    - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა სს „სიაკომის” წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.„ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

7.„ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის ჰ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.

8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული   კომუნიკაციის  მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების  კოპირების  ტექნიკური წესი  და  პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

10.„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის   2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის   საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილ   მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.

12.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით   განსაზღვრული   მოთხოვნებისა   და   ვალდებულებების,   დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით  გააფრთხილოს,  ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო  კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

13.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2028, 16.10.2024);

14.სს „სიაკომისთვის” გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2360, 17/10/2024) კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

15.  „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის15 აგვისტოს Nგ-24-18/362 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

16.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2038,17.10.2024);

17.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2054, 18.10.2024);

18.მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „სიაკომის“ შესახებ მონაცემები;

19.სს „სიაკომის“ წარმომადგენლის ზ.მჭედლიშვილის 2024 წლის 23 ოქტომბრის წერილობითი განცხადება  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4634, 23.10.2024).

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20.სს „სიაკომ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 15/06/2023).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

21. „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სიაკომს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სს „სიაკომს“ დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სს „სიაკომს“ ჩაბარდა 2024 წლის 21 აგვისტოს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2028, 16.10.2024); „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამდასტურებელი დოკუმენტაცია.

22.სს „სიაკომს“ შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

მტკიცებულება:   კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2028, 16.10.2024).

23.კომისიის  ადმინისტრაციის  სამსახურებრივი  ბარათის  თანახმად,  სს  „სიაკომის“  წლიური შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს.

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2054, 18.10.2024).

3. სამართლებრივი შეფასება

24.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, სს „სიაკომი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულება. ამასთან, „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სს „სიაკომს“ ასევე დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში  მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - 2024 წლის 21 აგვისტოდან ერთი თვის ვადაში.

25.კომისიის მიერ დადგინდა, რომ სს „სიაკომს“ შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტის მოთხოვნა,   რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილება, რადგან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კანონი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას უშუალოდ საქმიანობის დაწყებამდე. კომპანიამ დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლად დაიწყო საქმიანობა. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

26.ამდენად, სს „სიაკომის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გათვალისწინებით მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მისთვის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ.

27.გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილებით სს „სიაკომს“ მიცემული ჰქონდა გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს შესრულებული კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5 პროცენტის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, სს „სიაკომის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა  3000 ლარის ოდენობით.

28.ამასთან, როგორც კომისიის მიერ დადგინდა, ჩადენილია დენადი ხასიათის დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი. ასევე, უფლებამოსილ ორგანოს ხელი ეშლება განახორციელოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების,   8 მუხლის მე-3 პუნქტის, 8 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 46 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   95-ე   98-ე   და   99-ე   მუხლების,   VII   თავისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.სს „სიაკომს“ დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და   „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.სს „სიაკომმა“ უზრუნველყოს:

ა)წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:  ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი   - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ)არიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3.სს „სიაკომმა“  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  მე-19  მუხლის  2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში;

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის სს „სიაკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) სს „სიაკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების სს „სიაკომისთვის“  გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის  მე-2,  მე-4  და  მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო  ნაწილის  მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები