შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2024 15:53
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2024
შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „რეტნ ჯი“.
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2027, 16.10.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 24 ოქტომბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2027,16.10.2024) თანახმად, „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რეტნ ჯი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „რეტნ ჯი“-ს ჩაბარდა 2024 წლის 26 აგვისტოს.
2.შპს „რეტნ ჯის“ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია რომ უზრუნველყო ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
3.შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც, კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-24-03/2362, 17/10/2024), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-retn-djis2.page). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
4.კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „რეტნ ჯი“-ის წარმომადგენელი ნ.ხავთასი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მათ დაიწყეს ქმედება, დაუყოვნებლივ მიმართეს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, სადაც განუმარტეს, რომ პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია საიდუმლოებაზე დაშვების მოპოვება. დაიწყეს აღნიშნული პროცესი, წარადგინეს ყველა საჭირო მასალა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღესაც არიან მჭიდრო თანამშრომლობაში. ასევე, გადადგმული ნაბიჯების შესახებ, შეატყობინეს კომისიას წერილობით 2024 წლის 20 სექტემბერს, რომელსაც დაურთეს წერილი, რომელიც წარუდგინეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მან დაამატა, რომ საიდუმლოებასთან დაშვების პროცედურა რეგულირდება საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 22-ე, პირველი და მე-2 პუნქტები, რომლის თანახმადაც, დაშვების მისაღებად, უსაფრთხოების სამსახური ატარებს შემოწმებას, დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. შესაბამისად, თხოვნით მიმართა კომისიას, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა გაუგრძელოს იმ ვადით, რაც ლოგიკურ თანხვედრაში იქნება საიდუმლოებასთან დაშვების კანონმდებლობასთან და ამას დამატებული კიდევ ერთი თვე, რაც საჭირო იქნება ოპერატიული ტექნიკური სააგენტოსგან, ტექნიკური დავალების მიღების შემდეგ მოთხოვნილი ტექნიკური მოწყობილობის უზრუნველსაყოფად, ანუ ჯამში 7 თვით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.
7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
11.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
12.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2027,16.10.2024);
13.შპს „რეტნ ჯი“-სთვის გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2362, 17/10/2024) კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
14.„შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
15.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2039,17.10.2024);
16.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2053, 18.10.2024);
17.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რეტნ ჯი”-ს შესახებ მონაცემები;
18.შპს „რეტნ ჯი“-ს წარმომადგენლის ნ.ხავთასის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
19.შპს „რეტნ ჯი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 12/12/2019).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
20.„შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რეტნ ჯი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „რეტნ ჯი“-ს ჩაბარდა 2024 წლის 26 აგვისტოს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2027,16.10.2024); „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამდასტურებელი დოკუმენტაცია.
21.შპს „რეტნ ჯი“-ს შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2027, 16.10.2024).
22.კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს წლიური შემოსავლის 0,5% შეადგენს - 3,208.71 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2053, 18.10.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
23.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შ პ ს „ რ ე ტ ნ ჯ ი “ , როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულება. ამასთან, „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, შპს „რეტნ ჯი“-ს ასევე დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - 2024 წლის 26 აგვისტოდან ერთი თვის ვადაში.
24.კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „რეტნ ჯი“-ს შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილება, რადგან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კანონი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას უშუალოდ საქმიანობის დაწყებამდე. კომპანიამ დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლად დაიწყო საქმიანობა. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
25.ამდენად, შპს „რეტნ ჯი“-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გათვალისწინებით მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მისთვის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ.
26.გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილებით შპს „რეტნ ჯი“-ს მიცემული ჰქონდა გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს შესრულებული კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5 პროცენტის ოდენობა შეადგენს - 3,208.71 ლარს, შპს „რეტნ ჯის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა - 3,208.71 ლარის ოდენობით.
27.ამასთან, როგორც კომისიის მიერ დადგინდა, ჩადენილია დენადი ხასიათის დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი. ასევე, უფლებამოსილ ორგანოს ხელი ეშლება განახორციელოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 2 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, 8 მუხლის მე-3 პუნქტის, 8 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 46 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს „რეტნ ჯი“-ს დაეკისროს ჯარიმა 3,208.71 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2.შპს „რეტნ ჯი“-მ უზრუნველყოს:
ა)წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ)ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3.შპს „რეტნ ჯი“-მ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „რეტნ ჯი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „რეტნ ჯი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) შპს „რეტნ ჯი“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ);
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი