შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2024 11:56
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024
შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ჯიემთივი“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-1856, 23.09.2024 და N24-10-2191, 04.11.2024).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 7 და 14 ნოემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-1856, 23.09.2024 და N24-10-2191, 04.11.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის Nგ-24-18/306 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიემთივის“ არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტალის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს, თუმცა გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შეუსრულებია.
4. ასევე, წარმოდგენილი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) ფორმები 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალებისათვის. აგრეთვე, 2023 წლის აპრილიდან კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადე სტატისტიკური გაანგარიშების 4.15 ფორმაში.
5. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, რის შესახებაც, შპს „ჯიემთივის“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/2526, 04/11/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis8.page) და გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე. კომისიის 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 14 ნოემბერს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯიემთვის“ გაეგზავნა კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/2553, 08/11/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis9.page) და გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98– ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
11. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1856, 23.09.2024);
17. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (და N24-10-2191, 04.11.2024);
18. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2526, 04/11/2024) შპს „ჯიემთივის“ 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis8.page;
19. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2200, 05.11.2024);
20. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2210, 05.11.2024).
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯიემთივის“ შესახებ მონაცემები;
22. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილება;
23. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილება და მისის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
24. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2553, 08/11/2024) შპს „ჯიემთივის“ 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილი:AP01009634455) და ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული - https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djiemtivis9.page.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
25. შპს „ჯიემთივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან „ჯიემთივის“ შესახებ.
26. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის:
ა) პირველი პუნქტით შპს „ჯიემთივის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
ბ) მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 2 მაისის N გ-24-18/198 გადაწყვეტილება.
27. შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის:
ა) პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ჯიემთივის“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 2 მაისის Nგ-24-18/198 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
ბ) მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ- ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილება.
28. შპს „ჯიემთივის“ არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯიემთივის“ ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს. ამდენად, შპს „ჯიემთივის“ მასზედ დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 21 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, შპს „ჯიემთივის“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) ფორმები 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალებისათვის. აგრეთვე, 2023 წლის აპრილიდან კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადე სტატისტიკური გაანგარიშების 4.15 ფორმაში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1856, 23.09.2024); კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2191, 04.11.2024) .
29. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ჯიემთივის” წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს;
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2210, 05.11.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
30. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
31. ასევე, შპს „ჯიემთივი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
32. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ჯიემთივის“ არ შეუსრულებია შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება (შპს „ჯიემთივის“ დაევალა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები) ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7-ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.). ამდენად, კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში შპს „ჯიემთივიმ“ არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კერძოდ, არ წარმოადგინა 2024 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) ფორმები 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალებისათვის.
33. აგრეთვე, როგორც აღინიშნა, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო შპს „ჯიემთივის“ 2023 წლის აპრილიდან არ აქვს წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადე სტატისტიკური გაანგარიშების 4.15 ფორმაში.
34. შესაბამისად, შპს „ჯიემთივის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება და „შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
35. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ ერთდროულად განიხილება შპს „ჯიემთივის“ მიერ ჩადენილი ორი სამართალდარღვევა - სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობა (4.15 ფორმა) და რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ჯიემთივის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.15-ის - სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის ამ სამართალდარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილებით შპს „ჯიემთივის“ მიცემული ჰქონდა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობისათვის და გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს, შპს „ჯიემთივის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 5000 ლარი. ამდენად, ზემოაღნიშნული დარღვევებისათვის მაუწყებელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. შესაბამისად, შპს „ჯიემთივის“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
36. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, აგრეთვე 2024 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები); 1.6 (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) ფორმები 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალებისათვის წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯიემთივის“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის N გ-24-18/306 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.
2. შპს „ჯიემთივის“ დაევალოს 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების 2024 წლის პირველი, მე-2 და მე-3 კვარტლის ფორმა 1.5-ის (მაუწყებლის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6-ის (მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7- ის (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ- ცალკე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. შპს „ჯიემთივიმ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჯიემთივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი