წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 551

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2024 12:17

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024

შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 451 მუხლის  მე-12  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტისა  და  კომისიის  2024  წლის  25  ივლისის  N გ-24-18/328 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2335;22.11.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2335;22.11.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში  დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია   მედია მონიტორინგის“ მიერ   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის,   451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს.  კერძოდ, კანონის თანახმად, ავტორიზებული    პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების  წყაროების  შესახებ.  ანგარიშს  უნდა  დაერთოს აუდიტის  დასკვნა.  აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომისიის   2024   წლის  25  ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ასევე, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილება ჩაბარდა 7 აგვისტოს, თუმცა, 22 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და ანგარიში. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგმა“, გაფრთხილების მიღების მიუხედავად, შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა და ანგარიში, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.

3.შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული  მტკიცებულებებისა  და  შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4.კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენელი. მაუწყებელს კომისიის შეტყობინება ჩაბარდა 2024 წლის 26 ნოემბერს. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

7.მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიცვას მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების   პლატფორმის  მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა;

9.„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის  თანახმად,  კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა;

10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

11.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2335; 22.11.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

12.კომისიის  2024  წლის  25 ივლისის  Nგ-24-18  / 328  გადაწყვეტილება  „შპს  „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” და ამ გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01009634497);

13.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/2681;25/11/2024) კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და ამ შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი NAP01009917081);

14.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2388; 28.11.2024);

15.მონაცემები შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

16.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია      მედია მონიტორინგის“ შესახებ.

17.კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4  პუნქტის  დარღვევის  გამო  და დაევალა, „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიისთვის წარმოედგინა გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის  პირობებისა  და  ქცევის კოდექსის  მოთხოვნათა  შესრულებისა  და  დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

18.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს, 2024 წლის 28 ნოემბრისთვის კომისიაში კვლავ არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და ანგარიში.

მტკიცებულება: მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2335; 22.11.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18 / 328 გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარების დასტური (გზავნილის კოდი: AP01009634497).

19.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 2024 წლის 26 ნოემბერს.

მტკიცებულება:  შეტყობინებების  ჩაბარების  დამადასტურებელი  დოკუმენტი  (გზავნილის კოდი NAP01009917081)

20.შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს. მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2388;28.11.2024).

3. სამართლებრივი შეფასება

21.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში  მოქმედი  კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის

70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

22.შპს  „ტელეკომპანია  მედია  მონიტორინგმა“  კომისიის  2024  წლის  25  ივლისის  Nგ-24-18/ 328 გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (7 აგვისტო) 1 თვის ვადაში არ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამდენად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი (რომლითაც მაუწყებელს დაევალა წინამდებარე ინფორმაციის წარმოდგენა), რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23.

შპს

„ტელეკომპანია

მედია

მონიტორინგის“  მიერ

 

ჩადენილი

დარღვევა     მისთვის

პასუხისმგებლობის

დაკისრების    საფუძველია.    კერძოდ,

„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა, ხოლო ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, ამ  კანონის 71-ე   მუხლით გათვალისწინებულ   შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

24.ვინაიდან, კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18 / 328 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და კომპანიამ ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო   ნაწილის   მე-2   პუნქტში   მითითებულ   ვადაში   არ   აღმოფხვრა  დარღვევა, მას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ უკანასკნელი 12 თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 2500 ლარს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 71-ე  მუხლის  მე-3  პუნქტისა  და  72-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის  ოდენობით „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2.შპს  „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ დაევალოს  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 20 დღის ვადაში;

3.შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე  გადაწყვეტილების   სარეზოლუციო  ნაწილის  პირველი   პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)  შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები