წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 593

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2024 17:31

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024

შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს  „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“

სამართალდარღვევა: „ბუღალტრული     აღრიცხვის,     ანგარიშგებისა     და     აუდიტის     შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა.

წარმოების  დაწყების საფუძველი: ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და   აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის  სამსახურის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024) საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

2.  ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის  სამსახურის წერილის      (კომისიაში    რეგისტრაციის    Nშ-24-6/5382;    16.12.2024)    მიხედვით,    კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ არ წარუდგენია 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

3.    შპს   „ტელეკომპანია   მედია   მონიტორინგისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 19 დეკემბერს, რის შესახებაც, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-24-03/2877; 16/12/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-telekompania-media- monitorings3.page) და გაიგზავნა კომისიისთვის ცნობილ და კომპანიის მიერ დაფიქსირებულ ბოლო ელ. ფოსტის მისამართზე. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4.    კომისიის  2024  წლის  19  დეკემბრის  სხდომას  არ  ესწრებოდა  შპს  „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში  მონაწილეობის  უზრუნველყოფის  თაობაზე,  კომისიამ  საკითხი  განიხილა  შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

5.    კომისიის   2024   წლის   19   დეკემბრის   სხდომას   ესწრებოდა   ბუღალტრული   აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი დ.დათუსანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ადასტურებს დარღვევას და დაამატა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურისთვის კვლავ არ აქვს წარდგენილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის   ფინანსური ანგარიშგება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.    „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

7.    „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის   „გ“ ქვეპუნქტი თანახმად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8.    „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:   სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.

9.    „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

10.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;

11.  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

12.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ამ  კანონის  მე-3  მუხლის  მე-8  პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.

13.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

14.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ   აქტს.    ამავე  მუხლის   მე-3  პუნქტის  თანახმად,   ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

15. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

16.  კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/2877; 16/12/2024) შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი:AP01009917066) და აღნიშნული შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების ბმული https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-telekompania-media-monitorings3.page;

17.  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2891, 17/12/2024) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ შესახებ მონაცემები;

19. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის დ.დათუსანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის  სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20.  შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან   შპს  „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგი“  შესახებ.

21.  ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის  სამსახურის მიერ   კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საწარმოს.

მტკიცებულება: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

22. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურისთვის 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც 16 დეკემბრის მდგომარეობით არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ კვლავ არ აქვს წარდგენილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის  ფინანსური ანგარიშგება.

მტკიცებულება: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის დ.დათუსანის ახსნა-განმარტება.

 3. სამართლებრივი შეფასება

23.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტია და მის მიერ  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირებას  ახორციელეს კომისია.

24. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  შპს  „ტელეკომპანია  მედია  მონიტორინგის“  მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული სუბიექტის კომისიის მიერ სანქცირების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

25.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მეოთხე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის  პირველი პუნქტით  გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.

26. ვინაიდან შპს “ტელეკომპანია მედია მონიტორინგის” მიერ დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრამდე    სამსახურისთვის  წარუდგენლობა),    კანონმდებლობის    შესაბამისად,    შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

27. ამასთან, შპს “ტელეკომპანია მედია მონიტორინგს” უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.    შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2.    შპს   „ტელეკომპანია   მედია   მონიტორინგმა“   უზრუნველყოს   ბუღალტრული   აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“   და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.    გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   ან   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7.    გადაწყვეტილების  (გარდა სარეზოლუციო  ნაწილის  მე-3  და  მე-4 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები