ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 152

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 16:23

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

განმცხადებელი:

შპს „ტვ 25“

კომისიის სხდომის თარიღი: 28.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტვ 25“-მა (რეგისტრირებული ბათუმის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 აგვისტოს, რეგ. №01/04-441; ს/კ 245414680) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/4354,28.12.23), სატელევიზიო გადამცემი სადგურის მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე განთავსების შესახებ.

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებით შპს „ტვ 25“ ფლობს სიხშირულ რესურსს, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2  პუნქტის მე-19 სტრიქონით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით:

3. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, (№24-10-571, 14.03.2024) ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შპს „ტვ 25“-ს, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განესაზღვრა მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები, რომლის შესაბამისად სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი იყო - მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძა. ამის შემდგომ, შპს „ტვ 25“-მა მოითხოვა გადამცემი სადგურის ე. წ. ომბალაურის ანძაზე გადატანა. შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა განმცხადებლის სურვილი და 2016 წლის 25 თებერვლის №113/19 გადაწყვეტილებით განუსაზღვრა გადამცემი სადგურის განთავსების ადგილმდებარეობად ომბალაურის საანძო მეურნეობა (გეოგრაფიული კოორდინატები 41°41'8.00"N; 41°43'25.00"E). ამავე გადაწყვეტილებით განახლებული იქნა მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და შეტანილი იქნა ცვლილებები კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში, რათა დაცული ყოფილიყო ტელეკომპანიის მაუწყებლობის საწყისი დაფარვის არეალი. 2021 წელს, შპს „ტვ 25“-მა კვლავ მოითხოვა სადგურის გადატანა, ამჯერად ქ. ბათუმში. მიზეზად დასახელებული იყო ომბალაურის საანძო მეურნეობის და შესაბამისი ინფარასტრუქტურის გაუმართაობა რის შედეგადაც სისტემატიურად ზიანდებოდა გადამცემი, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ ნება დართო შპს „ტვ 25“-ს დროებით, დაფარვის არეალის შეფასების მიზნით, განეთავსებინა გადამცემი ახალ ლოკაციაზე. სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირებისას ტესტირების რეჟიმში ჩატარებულმა რადიომონიტორინგის სამუშაოებმა აჩვენა, რომ ქ. ბათუმიდან მაუწყებლობისას, სატელევიზიო გადამცემი სადგურის დაფარვის არეალი იყო შეცვლილი და არ შეესაბამებოდა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით წარმოქმნილ დაფარვის არეალს. შესაბამისად, კომისიამ მიმართა შპს „ტვ 25“-ს დაებრუნებინა სატელევიზიო გადამცემი ომბალაურის ანძაზე მოქმედი გადაწყვეტილების შესაბამისად. შპს „ტვ 25“-ის 2023 წლის 28 დეკემბრის წერილში დასმული საკითხის შესწავლისას (მათ შორის ადგილზე მოკვლევის გათვალისწინებით) გაირკვა, რომ ომბალაურის საანძო მეურნეობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი. ამაზე ასევე მიუთითებს ის, რომ იგივე ანძის გაუმართაობის მიზეზით განხორციელდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” მიერ რადიო გადამცემი სადგურის გადატანა მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე. ანძაზე ასევე იყო ხანძრის შემთხვევაც.    შპს „ტვ 25“-ის ინფორმაციით, ომბალაურის ანძიდან სატელევიზიო მაუწყებლობის პერიოდში არაერთხელ მომხდარა ტელეკომპანიის გადამცემის მწყობრიდან გამოსვლა ანძის ელექტრომომარაგების და დამიწების გაუმართაობის მიზეზით.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე შესაძლებელია შპს „ტვ 25“-ის განცხადების დაკმაყოფილება, კერძოდ სატელევიზიო გადამცემის განთავსება მწვანე კონცხის სატელეკომუნიკაციო ანძაზე, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომ არ შეიცვალოს შპს „ტვ 25“-ის მაუწყებლობის დაფარვის არეალი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 28   ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-19 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2. დაევალოს შპს „ტვ 25“-ს ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისი სატელევიზიო გადამცემის ფუნქციონირება კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიღებული ზომების თაობაზე წერილობით აცნობოს კომისიას;

3. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ტვ 25“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი), ასევე სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „ტვ 25“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები