წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 153

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 16:34

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“)   აღნიშნავს,   რომ კომისიის 2016 წლის  11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი  2011 წლის  25 მარტის  N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და  მაუწყებლობის  სფეროში  ლიცენზიის  მფლობელი  ან/და  ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კანონმდებლობაში განხორციელებული     ცვლილების     შედეგად,     „მაუწყებლობის     შესახებ" საქართველოს კანონის     რეგულირებას     ექვემდებარება     გამოძახებით     აუდიოვიზუალური მედიამომსახურება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდონ ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან  დაკავშირებით  მოთხოვნილი ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. ხოლო, „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს.

კომისია მიიჩნევს,   რომ   ანგარიშგების   ფორმებში   გარდა   ამ   კანონით   განსაზღვრული   სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული  უნდა  იყოს  ინფორმაცია  გამოძახებით  აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის  მიერ  განსაზღვრული  პროგრამების  კატალოგის  შესახებაც.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება. ამრიგად, „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონით   გათვალისწინებული მომსახურების სახეობის - გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიერ კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისთვის, კერძოდ, კომისიისთვის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიერ კატალოგის ორ კვირაში ერთხელ მიწოდების მიზნით, აუცილებელია დამტკიცდეს ელექტრონული ფორმა (ფორმა 4.17), რომელიც განკუთვნილი იქნება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგისთვის და მასში განისაზღვროს შესაბამისი მონაცემები.

ზემოაღნიშნულის გარდა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.15-ის ცვლილებაც, კერძოდ, ფორმას უნდა დაემატოს სავალდებულოდ შესავსები ველი - „არხის სახელი“. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ ფლობდეს ერთზე მეტ არხს, კომისიისთვის მისაწოდებელ ანგარიშგების ფორმაში განცალკევებით მითითებული უნდა იყოს რომელ არხზე რომელი პროგრამა გავა, განსაზღვრულ დროსა და თარიღში.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის     451 მუხლის მე-12  პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  გადაწყვეტილების   დანართი 1-ს დაემატოს ფორმა 4.17 თანდართული სახით;

ბ) გადაწყვეტილების დანართ 1-ის ფორმა 4.15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ფორმა 4.15 (სამაუწყებლო ბადე)

ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე

ველი

განმარტებ

რიცხვი

შესაბამისი თარიღი (ფორმატი yyyy-mm-dd)

საათი/წუთი

შესაბამისი საათი და წუთი (24 საათიანი ფორმატი: HH:MM)

არხის სახელი

არხის სახელი

 პროდუქციის ტიპი

განთავსებული     პროდუქციის     ტიპი:     ფილმი,     სერიალი, საინფორმაციო გადაცემა და ა.შ.

პროდუქციის სახელი

პროდუქციის შესაბამისი ქართული სახელი

ხელშეკრულება    -    ორიგინალი დასახელება

პროდუქციაზე ნებართვის ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ხელშეკრულებების და ორიგინალი დასახელებების სია ავტომატურად გენერირდება ფორმა 4.14-დან

ფორმა 4.17 (გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების კატალოგი) ივსება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ყოველი მეორე კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი 14 დღის კატალოგი

ველი

განმარტებ

 განთავსების ადგილი

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განთავსების ადგილი: ვებგვერდის მისამართი (URL), აპლიკაციის სახელწოდება და ა.შ.

 პროდუქციის ტიპი

განთავსებული     პროდუქციის     ტიპი:     ფილმი,     სერიალი, საინფორმაციო გადაცემა და ა.შ.

პროდუქციის სახელი

პროდუქციის შესაბამისი ქართული სახელი

ხელშეკრულება    -    ორიგინალი დასახელება

პროდუქციაზე ნებართვის ხელშეკრულება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ხელშეკრულებების და ორიგინალი დასახელებების სია ავტომატურად გენერირდება ფორმა 4.14-დან

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე    წევრი

ივანე მახარაძე       წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები