შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 155

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2024 14:37

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „საქართველოს  ტელერადიოცენტრი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 28.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს  „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/4022,08.12.23), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოსა და მის  მიმდებარე სოფლებში, აზერბაიჯანის მხრიდან  სასაზღვრო ზოლში გამოწვეული ხელშეშლების გამო, სიხშირის შეცვლის მოთხოვნით.

2. კომისია აღნიშნავს, რომ დღეის  მდგომარეობით  შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრი“ კომისიის 2014 წლის  06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილების დანართი № 2-ით ფლობს სიხშირულ რესურსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

 
 
II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად (№ 24-10-540, 11.03.2024 და № 24-10-582, 15.03.2024), რადიომონიტორინგის ჯგუფის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარებულ იქნა შესაბამისი სამუშაოები და დადგინდა, რომ ხელშეშლების წარმოქმნა გამოიწვია აზერბაიჯანში, ქ.დანაჩიში მოქმედი გადამცემი სადგურის ფუნქციონირებამ 24-ე სატელევიზიო არხზე. აღნიშნული არხი აზერბაიჯანს მინიჭებული აქვს GE06 განაწილების გეგმით (BR Id. 106519110 და 113216706). რადიომონიტორინგის პროცესის დროს გათვალისწინებული იქნა სოფელ საბათლოდან ალტერნატიულ სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის შესაძლებლობა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი შეიძლება განხორციელდეს 45-ე სატელევიზიო არხზე (თუ სიგნალის მიღება მოხდება ქ. ლაგოდეხიდან 27-ე სატელევიზიო არხზე). ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების ტრანსლირებისას წარმოქმნილი პრობლემები იქნება აღმოფხვრილი. აღნიშნული საკითხის დაზუსტების მიზნით, ჩატარდა კონსულტაციები შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“   ტექნიკურ პერსონალთან, რომელთა მხრიდან არ ყოფილა გამოთქმული შენიშვნები.

4. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების ტრანსლირებისთვის საქართველოს ტელერადიოცენტრს სოფელ საბათლოში ნაცვლად 27-ე სატელევიზიო არხისა, მიენიჭოს 45-ე არხი და კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილების დანართი №2-ის 112-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით:

 

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 6 მარტის№120/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების დანართი №2-ის 112-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი), ასევე სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები