საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-23/163 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 185

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2024 17:37

მიღების თარიღი აპრილი 11, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის № გ-24-23/163 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ 2024 წლის 28 მარტს მიღებულ  იქნა  გადაწყვეტილება  №გ-24-23/163, „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

2.აღნიშნულ გადაწყვეტილებაში  დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 43-ე აბზაცის ტექსტში და დიაგრამაზე მითითებული რიცხვები არასწორად ასახავდა შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „სელფი მობაილის“ ე.წ.  EBITDA მარჟის  მონაცემებს  (მოგება  პროცენტის,  მოგების  გადასახადის,  ცვეთის  და ამორტიზაციის დარიცხვამდე  შეფარდებული  გაყიდვებთან).  ქვევით  მოცემულია  დიაგრამა კორექტირებული რიცხვებით:

3.    საქართველოს     ზოგადი     ადმინისტრაციული     კოდექსის     59-ე     მუხლის     შესაბამისად: “ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.“

4.    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გასწორდეს  კომისიის  2024  წლის  28  მარტის  №  გ-24-23/163  გადაწყვეტილებაში  დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 43-ე აბზაცის ტექსტში და დიაგრამაზე არასწორად ასახული შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „სელფი მობაილის“  საშუალო   EBITDA   (მოგება   პროცენტის,   მოგების   გადასახადის,   ცვეთის   და ამორტიზაციის დარიცხვამდე შეფარდებული გაყიდვებთან) მარჟის მონაცემები შეიცვალოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-2 აბზაცში მოცემული დიაგრამის შესაბამისი რიცხვებით;

2.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები