საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №გ-24-23/169 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2024 17:51
მიღების თარიღი მაისი 16, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №გ-24-23/169 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 16.05.2024წ.
I.აღწერილობითი ნაწილი
1. 2024 წლის 18 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - „კომუნიკაციების კომისია“) მიიღო №გ-24-23/169 გადაწყვეტილება „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (შემდგომში - „გადაწყვეტილება“).
2.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ „საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 24 მაისისა.“
3.საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №153 დადგენილებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად, ხოლო 2024 წლის 15 მაისის №167 დადგენილებით კი - 17 მაისი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად . „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”
III. სამოტივაციო ნაწილი
6. კომუნიკაციების კომისიის 18.04.2024წ-ის №გ-24-23/169 გადაწყვეტიების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ბოლო ვადად 2024 წლის 24 მაისი განსაზღვრული იყო იმ დაშვებით, რომ დაინტერესებულ პირებს კომენტარების და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდათ არანაკლებ 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. ვინაიდან, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის 30.04.2024წ-ის №153 და 15.05.2024წ-ლის №167 დადგენილებებით 7, 8, 10 და 17 მაისი გამოცხადდა უქმე დღეებად, ხოლო მეორეს მხრივ „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა ჩანიშნულია 2024 წლის 13 ივნისს და კომენტარების წარდგენის ვადის 3 სამუშაო დღით გახანგრძლივება არ გამოიწვევს, ზეპირი მოსმენის თარიღის გადაწევას, კომუნიკაციების კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოხდეს დაინტერესებული პირების მიერ „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით კომენტარების წარდგენის ვადის გადაწევა და კომენტარების წარდგენის ვადად ნაცვლად 2024 წლის 24 მაისისა, განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 29 მაისისა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცვლილება შევიდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №გ-24-23/169 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 29 მაისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი