საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/390 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 228

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2024 16:19

მიღების თარიღი მაისი 23, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/390 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: დათუნა ხაჩიროვი

კომისიის სხდომის თარიღი: 23.05.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს,  რომ მოქალაქე დათუნა   ხაჩიროვმა   (მცხ.   ქ.   გორში,   პეტრიაშვილის   ქუჩა     51) კომისიას   მიმართა განცხადებით (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-24-9/2306 ,  13.05.24) რადიომოყვარულის  სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/390 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ დათუნა ხაჩიროვს  2027 წლის  8 სექტემბრამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C - 158

 დათუნა ხაჩიროვი

 ქ. გორში, პეტრიაშვილის ქუჩა 51

 4L1DAH

 „C“

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“  2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს,  მიენიჭოთ  სამოყვარულო  რადიოსადგურის   B კატეგორია  და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია  2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/390   გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ დათუნა ხაჩიროვისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/390 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დათუნა ხაჩიროვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 8 სექტემბრიდან 2027 წლის 8 სექტემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 

 B-107

 დათუნა ხაჩიროვი

 ქ. გორში, პეტრიაშვილის ქუჩა 51

 4L1CL

 „B“

2. რადიომოყვარული დათუნა ხაჩიროვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დათუნა ხაჩიროვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე დათუნა ხაჩიროვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე                 წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები