„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 მარტის გ-24-23 / 163 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 272

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2024 10:56

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 მარტის გ-24-23 / 163 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე

კომისიის 2024 წლის 28 მარტის გ-24- 23/163 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განსაზღვრული იყო 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით პერიოდი. კომენტარები წარმოადგინეს შპს „მაგთიკომმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „სელფი მობაილმა“ და შპს „ინექსფონმა“. ამასთან, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ წარმოადგინეს საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებული კომენტარების დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ გარდა ოფიციალურად წარმოდგენილი კომენტარებისა, შპს „მაგთიკომის“ ერთ- ერთმა ბენეფიციარმა მესაკუთრემ დამატებით წარმოადგინა კიდევ ერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტი. კომისია გეგმავს განიხილოს აღნიშნული კომენტარებიც. აღნიშნულის გათვალისწინებით მთლიანობაში წარმოდგენილი პოზიციები და ექსპერტების მოსაზრებები არის მოცულობითი და მოითხოვს დროს დეტალურ ანალიზისთვის. დაინტერესებული პირების ინტერესების დაცვისა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, მიზანშეწონილია ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღი შეიცვალოს და კომენტარების დასამუშავებლად განისაზღვროს დამატებითი დრო.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამთვიანი ვადა იწურება 2024 წლის 28 ივნისს.

კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა შესაძლებელია დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია 2024 წლის 28 მარტის გ-24-23 / 163 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და ზეპირი მოსმენის თარიღის განსაზღვრა 2024 წლის 18 ივლისით და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება მიმდინარე წლის 9 აგვისტოსთვის. კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ცვლილება შევიდეს „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის№გ-24-23/163 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 18 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“.

2. ცვლილება შევიდეს „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის    სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის №გ-24-23/163  გადაწყვეტილებაში და მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა გაგრძელდეს 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.    გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ეკატერინე  იმედაძე                      წევრი

ვახტანგ  აბაშიძე                          წევრი

კახი ბექაური                               თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები