საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/278 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 29

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 17:46

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ივნისის №გ-23-7/278 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ტატევოსიანმა (მცხ. ქ. თბილისი, ოიანე პეტრიწის ქ. № 17ა, ბ.  23) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/4268, 26.12.23 და № შ-24-9/162, 17.01.24) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/278 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ ალექსანდრე ტატევოსიანს მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

C - 169

 

ალექსანდრე ტატევოსიანი

 

ქ. თბილისი, ოიანე პეტრიწის ქ. № 17ა, ბ. 23

 

4L1GST

 

„C“


3. კომისია  აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის  №  გ-23-21/572  გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად  - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების  წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად   კომისიის  მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის  C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან   გამომდინარე,   შესაძლებელია 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/278 გადაწყვეტილებაში ცვლილების  შეტანა  და  რადიომოყვარულ  ალექსანდრე  ტატევოსიანისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 15 ივნისის № გ-23-7/278 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრე ტატევოსიანს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 15 ივნისიდან 2028 წლის 15 ივნისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-098

 

ალექსანდრე ტატევოსიანი

 

ქ. თბილისი, ოიანე პეტრიწის ქ. № 17ა, ბ. 23

 

4L1GS

 

„B“


2. რადიომოყვარული ალექსანდრე ტატევოსიანი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ალექსანდრე ტატევოსიანისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ალექსანდრე ტატევოსიანისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები