წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 294

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2024 15:57

მიღების თარიღი ივნისი 27, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N375 დადგენილებისა და საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება N17-ის თანახმად შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, ხოლო „ოუფენ ნეტს“ ეთხოვა, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამასთან N17 დადგენილებით კომისიას ეთხოვა აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის ოპერატორებისაგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმ დასახლებული პუნქტების დასადგენად, სადაც ოპერატორები “ოუფენ ნეტის“ ინფრასტრუქტურის გამოყენებით აწვდიან მომსახურებას, კომისია ქმნის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.17-ს (წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული სახით), რომელიც დაემატება კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართ -1-ს და შესაბამისი ავტორიზებული პირები ვალდებული იქნებიან წარმოადგინონ ფორმა კვარტალურად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2  პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: გადაწყვეტილების დანართი 1-ს დაემატოს ფორმა 4.17 თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 ივლისიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლო  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

დანართი

ფორმა 4.17 (ოუფენ ნეტის ქსელის გამოყენება)

ივსება კვარტალურად შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა

ველი

განმარტება

 

 

დასახლებული პუნქტი

დასახლებული პუნქტის დასახელებები, ოფიციალურ ფორმატში. (მითითება: ივსება ის დასახლებული პუნქტი, სადაც ფიქსირებული ფართოზოლოვანი / მობილური მომსახურების  მიწოდება ხორციელდება ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მაგისტრალის გამოყენებით.

მობილური მომსახურების შემთხვევაში მიუთითეთ იმ დასახლებული პუნქტების სია, რომელსაც ფარავს აღნიშნული მობილური საბაზო სადგური.)

 

 

 

სატელეკომუნიკაციო სერვისი

1. ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება

2. მობილური მომსახურება

3.სხვა

 

მითითება:

1. "ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება" - მიეთითება ოუფენ ნეტის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ფიქსირებული სადენიანი/უსადენო მომსახურების მიწოდების შემთხვევაში (ინტერნეტი, IP ტელევიზია, მათი კომბინაცია და სხვა)

2. "მობილური მომსახურება" - მიეთითება ოუფენ ნეტის ინფრასტრუქტურის მობილური მომსახურების მისაწოდებლად გამოყენების შემთხვევაში

3. დანარჩენ შემთხვევაში მიუთითეთ - "სხვა" და მიუთითეთ კომენტარი

კომენტარი

 

ვახტანგ  აბაშიძე               თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები