წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/461გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 324

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2024 16:57

მიღების თარიღი ივლისი 25, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/461გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: პაატა მიმინოშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 25.07.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე პაატა მიმინოშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ბეჟან კალანდაძის 2,ბ.30) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/2977, 09.07.24) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი 

2.კ ომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/461 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ პაატა მიმინოშვილს 2028 წლის 28 სექტემბრამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი 

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C1 - 038

 პაატა მიმინოშვილი

 ქ. თბილისი, ბეჟან კალანდაძის 2, ბ. 30

 4L1NAT

 „C“

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/461 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ პაატა მიმინოშვილისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/461 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ პაატა მიმინოშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 სექტემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-111

 პაატა მიმინოშვილი

 ქ. თბილისი, ბეჟან კალანდაძის 2, ბ. 30

 4L1PM

 „B“

2. რადიომოყვარული პაატა მიმინოშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე პაატა მიმინოშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე პაატა მიმინოშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები