„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23 / 517 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წ

ნომერი: გ-24-19 / 36

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2024 17:52

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23/517 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე

 

„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23/517 გადაწყვეტილებით (შემდგომში-გადაწყვეტილება) დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის დადგენილების პროექტების პაკეტზე. კერძოდ, წარმოების ფარგლებში გათვალისწინებულია „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი დადგენილების მიღება და ამავდროულად, ცვლილება შედის ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში.

„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23/517 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის Nგ-23-19/588 გადაწყვეტილებით შეიცვალა ზეპირი მოსმენის თარიღი და ახალი თარიღი განისაზღვრა 2024 წლის 18 იანვრით.

ზეპირი მოსმენის თარიღის ცვლილების ძირითადი არგუმენტი იყო, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, 2023 წლის 20 დეკემბრის წერილით შპს „მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პოზიციების და ექსპერტების დასკვნების (KPMG; BDO Consulting LLC-ისა და Kalba International, Inc; Frontier Economics; DLA Piper) კომპლექსური ხასიათი და მათი დამუშავებისთვის დამატებითი დროის საჭიროება.

მხარეთა პოზიციებისა და ექსპერტთა მიერ შემუშავებული დასკვნების ანალიზის შედეგად, ცვლილებები შევიდა გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტში. კერძოდ, მოხდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნების გარკვეული ნაწილის გათვალისწინება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „კომისია ახლიდან გამართავს საჯარო კონსულტაციებს ან გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების და კომენტარების წარდგენის ვადას, თუ დაინტერესებულ მხარეთა შენიშვნების გათვალისწინებით ან/და კომისიის ინიციატივით არსებითად შეიცვლება თავდაპირველად   გამოქვეყნებული   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტი“.

ხაზგასასმელია, რომ მხარეთა შენიშვნების გათვალისწინებით მოდიფიცირებულ დადგენილების პროექტში არ არის შესული იმგვარი ხასიათის ცვლილებები, რაც იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებით შეცვლას. კერძოდ, დადგენილების პროექტში არ შესულა არცერთი იმგვარი ცვლილება, რომლითაც კომისია გასცდებოდა საჯარო კონსულტაციებზე გამოტანილი საკითხის ფარგლებს და დაინტერესებულ პირებს წაერთმეოდათ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა შენიშვნების წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა. ამ პირობებში არ არსებობს კომისიის მიერ საჯარო კონსულტაციების ვადის გაგრძელების სამართლებრივი ვალდებულება. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტში ცვლილებები შევიდა მხარეთა შენიშვნების მიხედვით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს პროექტის საბოლოოდ მიღებამდე შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციის გაცნობას სამუშაო რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ კომისიის მიერ სწორად იქნა აღქმული წარმოდგენილი შენიშვნები. ამდენად, მიზანშეწონილია, სამუშაო ფორმატში მოხდეს მხარეებისთვის დადგენილების შეცვლილი პროექტის გაზიარება (მიუხედავად ცვლილებების არაარსებითი ხასიათისა) და მოსაზრებების წარმოდგენისთვის მათთვის გარკვეული ვადის მიცემა.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 18 იანვარი. ხოლო, კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნებს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეს კი შეუძლებელს ხდის მხარეებისთვის პროექტის გაზიარებას, მათთვის ვადის განსაზღვრასა და სამუშაო ფორმატში შენიშვნების განხილვას - ზეპირი მოსმენის თარიღის შეცვლის გარეშე. 

ამავდროულად, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება-„საქართველოს კომუნიკაციების როვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა დამატებით გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული წარმოების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე“.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის 9 ნოემბერს. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული წარმოების სამთვიანი ვადა იწურება 2024 წლის 9 თებერვალს.

ამდენად, თუ მოხდება მხარეთათვის პროექტის გაზიარება, ზეპირი მოსამენის თარიღის შეცვლასთან ერთად, საჭირო გახდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებაც.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას და ზეპირი მოსმენის თარიღის შეცვლას 2024 წლის 14 თებერვლით, ასევე - საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებას 3 თვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის , კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ცვლილება  შევიდეს  „ბაზრის  კონკურენტუნარიანობისა  და  მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23 / 517 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 14 თებერვალს, 15:00     საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.”.

2. „ბაზრის  კონკურენტუნარიანობისა  და  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23 / 517 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს 3 თვით.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილების    შესრულებაზე   (გადაწყვეტილების   სარეზოლუციო  ნაწილის   მე-4 პუნქტის გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).       

კახი ბექაური                 თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ვახტანგ აბაშიძე              წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები