„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2024 14:53
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2024
„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 29.08.2024წ.
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად - საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 2024 წლის 6 სექტემბრისა ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად - ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 10 სექტემბრის 15:00 საათი.
II. სამოტივაციო ნაწილი
კომისია აღნიშნავს, რომ ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილება და მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნდა 2024 წლი 9 აგვისტოს, შესაბამისად იმისათვის, რომ დაცულ იყოს საჯარო კონსულტაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გაგრძელდეს საჯარო კონსულტაციები და მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2024 წლის 9 სექტემბრისა, ხოლო ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად ნაცვლად 2024 წლის 10 სექტემბრისა განისაზღვროს 2024 წლის 12 სექტემბერი, რაც თავის მხრივ საჭიროებს კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2024 წლის 9 სექტემბრისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.“
„4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 12 სექტემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე და წინამდებარე გადაწყვეტილება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
