წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-23-21 / 543 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 554

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2024 14:56

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის №გ-23-21/543 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2024 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების საჭიროების შესახებ.

საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით 2024 წლის ბიუჯეტში უნდა შემცირდეს რეგულირების საფასურის შემოსავლების გეგმა 409,129 ლარით, ხოლო რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსის შემოსავალი გაიზარდოს 136,121 ლარით. ასევე ცვლილება არის განსახორციელებელი სხვა შემოსავლებში (საპროცენტო შემოსავლები), რომელიც გეგმასთან შედარებით გაიზარდა 135,276 ლარით.

2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო ხარჯების შესაბამისად ცვლილება განიცადა ხარჯვითმა კატეგორიებმაც, რაც ძირითადად შეეხო კაპიტალურ დანახარჯებს, შრომის ანაზღაურების ხარჯს, მივლინების ხარჯებს, მომსახურეობის ხარჯებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს,   მედიაწიგნიერების ხარჯებს   და სხვა ხარჯებს. ასევე ცვლილება განიცადა ააიპ მედიაკადემიის ხარჯების ბიუჯეტმაც: კაპიტალურმა დანახარჯებმა, შრომის ანაზღაურების ხარჯებმა და ადმინისტრაციულმა და საოპერაცი ხარჯებმა.

II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

როგორც აღინიშნა, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის, ნათია დევდარიანის ინფორმაციით 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში (გ-23-21/ 543, 30.11.2023) ცვლილების შეტანის საჭიროება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ № გ-23-21/543 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„1.დამტკიცდეს კომისიის 2024 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე)

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     თავმჯდომარე  - მ.შ.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები