წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის № გ-24-7/280 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 562

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2024 14:59

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის № გ-24-7/280 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

განმცხადებელი: ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვი

კომისიის სხდომის თარიღი: 05.12.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვმა (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ2017 წლის 30 იანვარს, ს.კ. № 36001008322) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/5003, 25.11.24) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის № გ-24-7/280 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის -  150.550 მჰც (ზოლის  სიგანით  25  კჰც)  ქ.  თბილისში  და  ქვემო  ქართლში,  №  F  3103  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმება.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვი ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 3103 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 150.550 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქვემო ქართლში, ერთი წლის ვადით - 2024 წლის 29 ივნისიდან 2025 წლის 29 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  2024 წლის 27 ივნისის № გ-24-7/280 გადაწყვეტილებით.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 54- ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3103 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2024 წლის 27 ივნისის № გ-24-7/280 გადაწყვეტილება;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები