"ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/ 361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2024 16:08
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2024
"ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/ 361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-24-23/459 ,,ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
კომისიამ 2024 წლის 8 აგვისტოს N გ-24-9 /361 “ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” გადაწყვეტილების ფარგლებში შეისწავლა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი და საცალო სეგმენტზე გამოვლენილი კონკურენტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრა მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამის საბითუმო სეგმენტზე, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების მომსახურებას და მასზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღვრა შპს „მაგთიკომი“, რომელსაც, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების სერვისებზე ხარჯზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფის დათვლა განხორციელდა ევროკომისიის დაფინანსებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (AA Facility II) პროექტის ფარგლებში დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონის ექსპერტების მიერ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შპს „მაგთიკომის“ მომართვის საფუძველზე მოხდა ტარიფის გაანგარიშების მოდელის გარკვეული პარამეტრების გადამოწმება, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტექნიკური კორექტირებების საჭიროება, რაც იწვევს გ-24-9 / 361 გადაწყვეტილების დანართი 1-ის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტარიფების ცვლილებას.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართული საჯარო კონსულტაციების პროცესში შპს “მაგთიკომმა” 2024 წლის 18 ნოემბრის N ED-24/11/18-025 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4924, რეგისტრაციის თარიღი: 18.11.2024) წერილით წარმოადგინა კომენტარები „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით.
ამასთან, 2024 წლის 5 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. საჯარო განხილვისას გაკეთდა შესაბამისი განმარტებები წარმოების ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ კომენტარებზე. თითოეულ კომენტარზე კომისიის პოზიცია, ასევე, წარმოდგენილი იქნება კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად გამოსაქვეყნებელ კითხვა-პასუხების ცხრილში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი კორექტირებით მიღებული განახლებული ტარიფები წარმოდგენილია წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი 1-ის პირველ და მე-2 პუნქტებში.
სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტების, მე-20-მუხლის, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-9 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების, VII და IX თავების შესაბამისად,
გადაწყვიტა
1."ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/ 361 გადაწყვეტილების დანართი 1-ის მე-4 და მე-5 პუნქტები შეიცვალოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი 1-ის პირველი და მეორე პუნქტებით.
2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
3.გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
დანართი 1.
1.სერვისის ზედა ზღვრული ტარიფები ინტერნეტ ქსელზე დაშვების მომსახურებისთვის
ადგილობრივი საბითუმო დაშვების სერვისის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი |
შპს “მაგთიკომის” CPE-ს (როუტერი/Wifi) გამოყენებასთან დაკავშირებული ტარიფი |
ქსელის ბოლო მონაკვეთზე დაშვება (last mile access) (VULA) |
|
თითოეული არხისთვის (ყოველთვიური) |
თითოეული არხისთვის (ყოველთვიური) |
ინტერნეტთან წვდომის სერვისები - ფიქსირებული ქსელი |
[ლარი] |
[ლარი] |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 20 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 30 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 40 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 50 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 75 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 100 მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 100+ მბ/წმ |
1.55 |
6.33 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 20 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 30 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 40 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 50 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 75 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 100 მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 100+ მბ/წმ |
1.55 |
70.29 |
ცენტრალური საბითუმო დაშვების სერვისის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი |
ქსელის ცენტრალურ წერტილზე დაშვება, რეგიონული (Ethernet დონე) |
ქსელის ცენტრალურ წერტილზე დაშვება, (IP დონე მართვადი BRAS-ის გარეშე) |
ქსელის ცენტრალურ წერტილზე დაშვება, (IP დონე მართვადი BRAS-ით) |
|
თითოეული არხისთვის (ყოველთვ იური) |
თითოეული არხისთვის (ყოველთვ იური) |
თითოეული არხისთვის (ყოველთვ იური) |
ინტერნეტთან წვდომის სერვისები - ფიქსირებული ქსელი |
[ლარი] |
[ლარი] |
[ლარი] |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 20 მბ/წმ |
6.62 |
7.38 |
7.46 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 30 მბ/წმ |
6.74 |
7.84 |
7.95 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 40 მბ/წმ |
6.85 |
8.25 |
8.40 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 50 მბ/წმ |
6.95 |
8.61 |
8.79 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 75 მბ/წმ |
7.14 |
9.32 |
9.55 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 100 მბ/წმ |
7.26 |
9.73 |
10.00 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/GPON და FTTB/Ethernet 100+ მბ/წმ |
8.15 |
13.01 |
13.53 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 20 მბ/წმ |
70.57 |
71.34 |
71.42 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 30 მბ/წმ |
70.7 |
71.8 |
71.91 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 40 მბ/წმ |
70.81 |
72.21 |
72.35 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 50 მბ/წმ |
70.91 |
72.57 |
72.74 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 75 მბ/წმ |
71.1 |
73.28 |
73.51 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 100 მბ/წმ |
71.21 |
73.69 |
73.95 |
ინტერნეტზე წვდომის სერვისები - FTTH/P2P 100+ მბ/წმ |
72.1 |
76.97 |
77.48 |
2.ზედა ზღვრული ტარიფები ვირტუალური არხის სერვისებზე
ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები ტელევიზიისთვის (DTV) და VOIP ისთვის |
დაშვებასთან დაკავშირებული ტარიფი (ლარი) |
ტრაფიკის ტარიფი |
ჯამური ტარიფი |
ციფრული ტელევიზიის სერვისი |
[ლარი] |
[ლარი] |
[ლარი] |
ციფრული ტელევიზია ინტერნეტთან კომბინაციაში |
- |
3.42 |
3.42 |
ცალკემდგომი ციფრული ტელევიზია |
6.33 |
3.42 |
9.75 |
ციფრული ტელევიზია ინტერნეტთან კომბინაციაში, როგორც მეორე მომსახურება |
- |
3.42 |
3.42 |
მართვადი VOIP სერვისი: |
|
|
|
მართვადი VOIP (ინტერნეტ მომსახურებასთან კომბინაციაში) |
0 |
0 |
0 |
ცალკემდგომი მართვადი VOIP (GPON/FTTB) |
6.33 |
- |
6.33 |
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი