წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 587

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2024 13:39

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებაზე ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ 70-ე მუხლის პუნქტი 6-ის თანახმად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში გარდა ამ კანონით განსაზღვრეული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.  ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე.

2016 წლის 11 თებერვალს მიღებული N95/19 გადაწყვეტილებით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.6-ში „მაუწყებლობისთვის გაწეული მომსახურებები“ გაწეული მომსახურებების ველი შესაძლებლობას აძლევს ფორმის შევსების ვალდებულების მქონე პირს საკუთარი ინიციატივით მიუთითოს იმ ხარჯის ტიპი, რომელიც შეესაბამება კვარტალის განმავლობაში მაუწყებლის მიერ  გაწეულ ხარჯს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი სტატისტიკურ ფორმებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ. მაუწყებლის მიერ გაწეული ხარჯების კატეგორიების ერთიანი სტანდარტის დაწესების მიზნით, მიზანშეწონილია კატეგორიების წინასწარ განსაზღვრა, რაც მაუწყებლებს შესაძლებლობას მისცემს ფორმის შევსებისას შესაბამისი სიიდან შეარჩიონ მათ მიერ გაწეული ხარჯის ტიპი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის  N95/19  გადაწყვეტილებაში და მის დანართი-1-ში  არსებულ ფორმა 1.6 „მაუწყებლებისთვის გაწეული მომსახურებები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

დანართი 1

ფორმა 1.6 (მაუწყებლებისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება)

ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა

ველი

განმარტება

თვე

კვარტლის  შესაბამისი  თვეები.  თითოეული  თვის  მონაცემები  ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

მომსახურების სახე

 

შრომის ანაზღაურება

იჯარა სესხი

სალიცენზიო მოსაკრებელი სამეურნეო და კომუნალური ხარჯები ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები სამივლინებო ხარჯი

რეკლამა რეტრანსლირების ხარჯი დაცვის მომსახურება

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურება საკონსულტაციო და წარმომადგენლობითი მომსახურება გადაცემის დამზადება

საინფორმაციო ტექნოლოგები/ტექნიკური მხარდაჭერა რეგულირების საფასური

ანძის მომსახურება აპარატურის ხარჯი ინფრასტრუქტურული ხარჯები საეთერო დროის ყიდვა საარქივო მომსახურების ხარჯი

საბანკო/საფინანსო მომსახურება საფოსტო მომსახურება

სხვა

ფასიანი/უფასო მომსახურება

ფასიანი/უფასო

მომსახურების ღირებულება

მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება

შენიშვნა

შენიშვნის   ველში,   უფასო   მომსახურების   შემთხვევაში,   მიუთითეთ გაწეული მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები