წვდომის მენიუ

შპს „რჩეული არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის №გ-24-1/538 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-2 / 597

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2024 15:47

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024

შპს „რჩეული არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის №გ-24-1/538  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

განმცხადებელი: შპს “რჩეული არხი”;

კომისიის სხდომის თარიღი: 26.12.2024.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რჩეულმა არხმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-7/5427 ,18/12/2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5130, 21/11/2024) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „რჩეულ არხს“ სურს  2025 წლის  20 თებერვლიდან დამატებით გავრცელდეს შპს „ტვ 25“-ის ბათუმის მულტიპლექსით და შპს „მეცხრე ტალღის“ ფოთის მულტიპლექსით. ხელმისაწვდომობა ორივე მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. შპს “რჩეული არხის ” წერილზე თანდართულია შპს   „ტვ25“-ის   და   შპს   „მეცხრე   ტალღის“   წერილები   შპს   “რჩეული   არხის  ” სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რჩეული არხი“ კომისიის  2024 წლის  21 ნოემბრის №გ-24-1/538 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5130, 21/11/2024), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული   მიწისზედა   სატელევიზიო   ქსელი     - რუსთავის   მულტიპლექსი,   მარნეულის მულტიპლექსი, ბოლნისის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო. თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის 8 თებერვალი;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

3.კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4.კომისიის  2024 წლის 26 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს “რჩეული   არხის” წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს “რჩეული არხის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5130, 21/11/2024) მოდიფიცირება და  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უფასო ხელმისაწვდომობით უნდა დაემატოს შპს „ტვ 25“-ის ბათუმის მულტიპლექსით და შპს „მეცხრე ტალღის“ ფოთის მულტიპლექსით მაუწყებლობა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მოდიფიცირდეს შპს „რჩეული   არხის“ (ს/ნ 405735058) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5130, 21/11/2024), შევიდეს ცვლილება კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის №გ-24-1/538 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის:

ა) ვ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის მულტიპლექსი, მარნეულის მულტიპლექსი, ბოლნისის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი, ბათუმის მულტიპლექსი, ფოთის მულტიპლექსი“;

ბ) თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის 8 თებერვალი; ბათუმის მულტიპლექსით და ფოთის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის 20 თებერვლამდე;

2.შპს “რჩეული არხის” ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 26.12.2024, 15:37 სთ.

3.შპს “რჩეული არხი” ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “რჩეული არხისთვის” გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “რჩეული არხისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები