სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-24-2 / 70

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2024 14:27

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2024

სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს"ქვემო ქართლის  ტელე-რადიო კომპანიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/634 09/02/2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-250,15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსის მეშვეობით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით, გავრცელებისას იქნება უფასო. მაუწყებლობის დაწყებას  კომპანია  გეგმავს  2024 წლის  პირველი მარტიდან.  კომისიაში  ასევე წარმოდგენილია შპს „სტერეო+“-ის წერილი სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

2. კომისია აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობაზე (BR-250, 15.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, აზერბაიჯანული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 19 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ლაგოდეხის,  გურჯაანის,    თელავის,  საგარეჯოს,  მანგლისის,  გორის, ხაშურის,  ბორჯომის, ჭიათურას, ზესტაფონის, ახალციხის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის,  ფოთის, გურიის და სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსები;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

3. კომისია  აღნიშნავს,  რომ  ”მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად     ავტორიზაცია, ავტორიზაციის    პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-250, 15.07.2015)  მოდიფიცირება და ციფრული  მიწისზედა სატელევიზიო  ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას  უფასო  ხელმისაწვდომობით  უნდა  დაემატოს (შპს„სტერეო+“-ის მულტიპლექსი).

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მოდიფიცირდეს სს„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (ს/კ 216335838) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-250, 15.07.2015) და:

ა)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი-შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი (საქართველო);

ბ)შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2024 წლის პირველი მარტი;

2.სს„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“  ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია:15.02.2024, 15:46სთ.

3.სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ)თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში  შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების სს„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები