სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2023 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

ნომერი: გ-24-21 / 231

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2024 12:46

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2023 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის  2024 წლის  30 მაისის  სხდომაზე  მოსმენილი  იქნა  ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის  ნათია დევდარიანის ინფორმაცია  2023 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.

კომისიამ  2023  წელს  ფაქტური  ჯამური  შემოსავალის  სახით  მიიღო 16,717,363 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

კომისიის 2023 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა შეადგინა 14,654,959 ლარი:

ააიპ    „მედიააკადემიამ“ (შემდგომში „მედიააკადემია“)    2023    წლის    განმავლობაში კომისიისგან  მიზნობრივი   დაფინანსების   სახით   მიიღო  2,306,270   ლარი.   დამატებით გაეროს ბავშვთა ფონდისგან  (UNICEF), პროექტის „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის“ ფარგლებში გრანტის სახით (სხვა შემოსავლები) მიიღო 11,500 ლარი, რომელიც სრულად გაიხარჯა პროექტის ფარგლებში.

მედიააკადემიის 2023 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა კომისიის მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში შეადგინა 2,294,770 ლარი:

შესაბამისად  ააიპ  მედიააკადემიის  2023  წლის  ჯამურმა  ხარჯებმა  (გაეროს  ბავშვთა ფონდისგან (UNICEF) დაფინანსებული  პროექტის გათვალისწინებით) შეადგინა 2,306,270 ლარი.

II. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  და მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    ცნობად    იქნას    მიღებული    კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-  საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია კომისიის და  მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტების მუხლების  ფაქტიური შესრულების შესახებ;

2.     დამტკიცდეს  კომისიის 2023   წლის  ბიუჯეტის   ფაქტიური  შესრულების მაჩვენებლები:

3.   დამტკიცდეს  მედიააკადემიის   2023   წლის   ბიუჯეტის   ფაქტიური   შესრულების მაჩვენებლები:

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები