შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-24-22 / 141

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 12:46

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ვანვოიფლენეთ“ კომისიის სხდომის თარიღი: 28.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ვანვოიფლენეთმა“ (ს/კ405679001) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/1839,26.03.2024) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვანვოიფლენეთის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის შევსებული გრაფა - “საწარმოს ფაქტობრივი მისამართი”. ასევე განცხადების ფორმაში უნდა იყოს შევსებული გრაფა - „საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პირი“, ვინაიდან კომპანიას წარმოდგენილი აქვს მინდობილობა შპს “პრაიმ ლიგალისა” (ს/კ404577463) და მისი დირექტორის ნანა არაყიშვილის (პ/ნ 01017041156) სახელზე. თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება.

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ვანვოიფლენეთს“ (ს/კ405679001) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/1839,26.03.2024) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვანვოიფლენეთისთვის“  გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                    თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები