წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-22 / 607

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2024 17:43

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და   „ელექტრონული  კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს   კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის    სფეროში    საქმიანობის  განმახორციელებელი  ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და  ნებართვის  მფლობელი  პირების  მხრიდან  კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა  და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსითა და საქართველოს  ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36- ე მუხლების შესაბამისად, ამასთან, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის  შემოწმების  ჩატარების  უფლებამოსილების  მინიჭების შესახებ“ კომისიის  2022 წლის 10 ნოემბრის N-22-22/478 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილ პირთა ნუსხაში კომისიის აპარატის თანამშრომელთა ცვლილების გამო, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი.

ბ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი.

გ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი.

დ) თინათინ ჭაჭუკაშვილი - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.

ე) გიორგი წიკლაური - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

ვ) გიორგი ხუნდაძე - კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტი.

ზ) ნათია დევდარიანი – კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო–საბიუჯეტო ჯგუფის უფროსი.

თ) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის მთავარი ინჟინერი.

ი) მიხეილ ჯღამაძე – კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი.

კ) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის ნუმერაციის რესურსის მართვის წამყვანი სპეციალისტი.

ლ) ოთარ ჯანაშია - კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის უფროსი ინჟინერი.

მ) სალომე მურჯიკნელი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი.

ნ) ბექა მელუა - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი.

ო) ლევან დემურაძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის მთავარი ინჟინერი.

პ) ალექსანდრე   ჩაკვეტაძე   - კომისიის აპარატის   სპექტრის და   ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი.

ჟ) რომან ესართია - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი.

რ) გიგა ცისკარიძე - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი.

ს) არჩილ ბერიშვილი - კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი.

2.უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

3.შემოწმების  აქტის შედგენისას უფლებამოსილმა  პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად.

4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად.

5.ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2026 წლის პირველ იანვრამდე.

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში.

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის   მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე), კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                    თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                წევრი

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები