„ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 169

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2024 17:49

მიღების თარიღი აპრილი 18, 2024

„ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 18.04.2024წ.

I.აღწერილობითი   ნაწილი

1. 2023 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების  შესახებ“  (შემდგომში   - „კანონი“).  კანონის  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტების  შესაბამისად  საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომუნიკაციების კომისია“) დაევალა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო  მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება (შემდგომში “დაშვების წესები”).

2.ზემოაღნიშნული  საკანონმდებლო დანაწესის შესრულებისა და დაშვების წესების შემუშავების მიზნით კომუნიკაციების  კომისიამ  ზეპირი  და  წერილობითი  კონსულტაციები  გამართა შესაბამისი დარგის  მარეგულირებელ ორგანოსთან (საქართველოს  ენერგეტიკისა  და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისია - „სემეკი“),  ინფრასტრუქტურის ოპერატორებთან (სემეკ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი,     საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, სს „საქართველოს რკინიგზა“ და სხვა) და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ  - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო).

3.    ხსენებული   კონსულტაციების   შედეგად   კომუნიკაციების   კომისიამ   შეიმუშავა   დაშვების წესების პროექტი, რომელიც ოფიციალურად უნდა იქნას მიღებული კომუნიკაციების კომისიის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - დადგენილების სახით.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4.    „სატელეკომუნიკაციო  ინფრასტრუქტურისა  და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების თანახმად კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება და ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

5.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

6. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11  ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“

8.  ამავე კოდექსის  1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”

10. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2003   წლის  27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად „კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად  საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.”

11.  საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.”

12.  საჯარო   კუნსულტაციების   გამართვის   წესის   მე-8   მუხლის   მე-4   პუნქტის   თანახმად „დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სრულად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომენტარი ან მისი ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა კონფიდენციალურად) ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე, ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.”

III. სამოტივაციო ნაწილი

13.  კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე მიიღოს დაშვების წესები ნორმატიული აქტის - დადგენილების სახით.

14.  დადგენილების მიღება მიზნად ისახავს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სატელეკომუნიკაციო სფეროში კონკურენციაზე.

15. დადგენილების მიღების შემდეგ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ავტორიზებული პირების დაშვება შესაძლებლობას მისცემს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ნაკლები დანახარჯებით შეძლონ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, რაც გაზრდის როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენციას, ასევე მომსახურების მრავალფეროვნებას და ხელმისაწვდომობას, რომელიც დადებითად აისახება სატელეკომუნიკაციო მომსახურების თითოეულ მომხმარებელზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს  კანონის  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ”  და  „გ”  ქვეპუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე,  1061   და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4   ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „ავტორიზებული  პირის  ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3.  საჯარო  კონსულტაციების  გამართვის  მიზნით,  „ავტორიზებული  პირის  ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 24 მაისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 13 ივნისს   15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას  (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

8.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები