„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2024 17:59
მიღების თარიღი მაისი 16, 2024
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
კომისიის სხდომის თარიღი: 16.05.2024წ.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-40 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი. ასევე, ამავე მუხლის 35-ე პუნქტის მიხედვით, კომისიამ 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესი.
2.„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 512 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.”.
3.„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 512 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია.”.
4. ამრიგად, კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებითა და აუდიოვიზუალური მედია მომსახურების 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის“ პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - დადგენილებით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, “კომისიამ 2025 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესი.”
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-40 პუნქტის თანახმად, “კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი.”
7. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 512 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.”.
8. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 512 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების მომზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია.”.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად„კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
10. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“
13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.”
14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.”
15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”
III. სამოტივაციო ნაწილი
16. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 512 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 76 მუხლის 35-ე და მე-40 ქვეპუნქტების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესები ნორმატიული აქტის - დადგენილების სახით.
17. დადგენილების მიღება მიზნად ისახავს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ყველა მიმწოდებელმა დამაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელმა პირებმა, მომსახურებები განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, პროპორციული ზომების მეშვეობით.
18. დადგენილების მიღების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. აღნიშნული ხელმისაწვდომობის მიღწევის საშუალებებია: სურდოთარგმანი (ჟესტური ენა), სუბტიტრები, აუდიოდესკრიფცია და მარტივად გამოსაყენებელი მენიუს ნავიგაცია, ასევე შეიქმნება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალი. ზემოაღნიშნული ღონისძიებები გაზრდის მომსახურების მრავალფეროვნებას და ხელმისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 512 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 76-ე მუხლის 35-ე და მე-40 პუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 20 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვროს 2024 წლის პირველ ივლისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;
5. დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვროს სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის გამოქვეყნებიდან 20 სამუშაო დღე. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძეს).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი