,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 238

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2024 14:43

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1.რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (შემდგომში-გეგმა) პირველად გამოქვეყნებული იქნა 2006 წელს. ახალი რადიოსისტემების და ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებაზე საერთაშორისონ დონეზე მიღწეული შეთანხმებები და  ეროვნულ  დონეზე  რადიოსიხშირული  სპექტრის  გამოყენების  სპეციფიკური მოთხოვნები მოითხოვს   გეგმის   პერიოდულ   მოდიფიცირებას,   მასში   ცვლილებების   შეტანის მიზნით.

2.აქედან გამომდინარე, მომზადებული იქნა გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU), ევროკომისიის (EC) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, ხოლო მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება.

4.,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას  არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის   თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების    ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის  რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ამავე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, ხოლო 12 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო,  აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები.

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.

10. საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

11. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.

III. სამოტივაციო ნაწილი

12. როგორც ზემოთ აღინიშნა, გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU), ევროკომისიის (EC) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს. ასევე, პროექტით განისაზღვრა მცირე რადიუსზე მოქმედი მოწყობილობებისთვის (SRD) განახლებული ტექნიკური პარამეტრები CEPT-ისა და ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მითითებით, რომლებიც ხელს შეუწყობს რადიოსიხშირული სპექტრის რაციონალურ გამოყენებას.

13. გეგმაში დამატებით განისაზღვრა ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მოთხოვნადი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებას. სახელდობრ:

- ITU-ს პირველი რეგიონისთვის განსაზღვრული მომსახურებების გათვალისწინებით, 3800–4200 მჰც სიხშირულ დიაპაზონისთვის განკუთვნილ გრაფაში, მე-4 სვეტში (გამოყენება ეროვნულ დონეზე) დაემატა ჩანაწერი     „მობილური გამოყენებები“ და შესაბამისად, მოცემული დიაპაზონისთვის ევროკომისიის მიერ CEPT-ისთვის მიცემული მანდატის გათვალისწინებით, განისაზღვრა გამოყენების წესი არაავტორიზებული პირების მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებებისთვის;

- ITU-ს პირველი რეგიონისთვის განსაზღვრული მომსახურებებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი ტექნოლოგიების (დედამისიწის მიმართ დაბალორბიტალური NGSO თანამგზავრული მომსახურება) დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით 10 – 12 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ე.წ. „მიტრისის“ სისტემების ფუნქციონირების ვადა შეიზღუდა ლიცენზიების მოქმედების ვადებით;

- 2500-2700 მჰც სიხშირული დიაპაზონისთვის განკუთნილ გრაფაში, მე-4 სვეტს, (გამოყენება ეროვნულ დონეზე), დაემატა ჩანაწერი - „წერტილი-მრავალწერტილი“. ასევე, მე-5 სვეტს (შენიშვნები) დაემატა ჩანაწერი „წერტილი-მრავალწერტილი: მაუწყებლობის ტრანზიტის დანიშნულებებით, მეორადი გამოყენების უფლებით რადიოსიხშირული ზოლისთვის 2500-2700 მჰც (მობილური გამოყენების გარდა). ამასთანავე, გეგმაში მოცემული ცხრილების მე-5 სვეტით განისაზღვრება შესაბამისი ტექნიკური, ასევე, სხვა პირობები და ნორმები.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო  ადმინისტრაციული წარმოება ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე და 1061 მუხლების, IX თავის, 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11,  47-ე  და  472   მუხლების,  „მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 5 ივლისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge;

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 18 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება და დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა.ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები