შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-25 / 45

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2024 15:39

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2024

შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის№გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს  ”მდ ჯგუფმა“ (ს/კ405229051) (№შ-24-7/348,25.01.2024), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B202  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მდ ჯგუფი “ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიას კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობა; დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2032 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 24 საათი;

თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას  გადამცემის  სიმძლავრის  და  ანტენის  ტექნიკური  პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა 2: სინქრონული ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 29 სექტემბრის კომისიის№გ-22-1/416 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად შპს „მდ ჯგუფი“ ვალდებული იყო ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაეწყო ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დაფარვა ), ხოლო ამავე პუნქტის ფ) ქვეპუნქტის თანახმად კომპანიას პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია უნდა წარმოედგინა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

შპს „მდ ჯგუფმა“ მიმართა კომისიას 2023 წლის 6 აპრილს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/1149) და აცნობა რომ დაიწყო საცდელი მაუწყებლობა რადიო სიხშირეზე FM 88.1 ბრენდული სახელწოდებით „რადიო ნაცნობი“ ქ. თბილისის მასშტაბით. წერილში აღნიშნულია რომ პარალელურად გრძელდება მუშაობა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა N1-ში კერძო სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ყველა სალიცენზიო პირობის დასაკმაყოფილებლად. შპს „მდ ჯგუფს“ 2023 წლის 6 აპრილის შემდეგ ინფორმაცია სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1- ის დაფარვის მიზნით დამატებით საგარეჯოს სატელევიზიო ანძაზე და გარდაბნის გრესის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემის და ანტენის განთავსების შესახებ არ წარმოუდგენია.

კომისია ასევე აღნიშნავს რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2024 წლის 30 იანვრის №24-10-213 სამასახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მდ ჯგუფი“ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა N1 -ში არ ახორციელებს რადიომაუწყებლობას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის  გაუქმების  საფუძველია  ლიცენზიის  მფლობელის  მოთხოვნა.  კომისიის  2024 წლის პირველი თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპ   ”მდ ჯგუფის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა რომ შპს ”მდ ჯგუფის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს„მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2024 წლის 7 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საჯარო   გაცნობისათვის   ცნობის   გამოქვეყნება   ინტერნეტში   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მდ ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები