შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: გ-24-4 / 118

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2024 14:46

მიღების თარიღი მარტი 07, 2024

შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  თაობაზე

განმცხადებელი: შპს „მდ ჯგუფი“ კომისიის სხდომის თარიღი: 07.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მდ ჯგუფმა“ (ს/კ 405229051) (№შ-24-7/348, 25.01.2024), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B202  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მდ ჯგუფი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B202ლიცენზიას კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობა; დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2032 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 24 საათი; თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა  2:სინქრონული ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების  ცვლილება,   ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 29 სექტემბრის კომისიის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად შპს „მდ ჯგუფი“ ვალდებული იყო ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაეწყო ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დაფარვა ), ხოლო ამავე პუნქტის ფ) ქვეპუნქტის თანახმად კომპანიას პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია უნდა წარმოედგინა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. შპს „მდ ჯგუფმა“ მიმართა კომისიას 2023 წლის 6 აპრილს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/1149) და აცნობა რომ დაიწყო საცდელი მაუწყებლობა რადიო სიხშირეზე FM88.1 ბრენდული სახელწოდებით „რადიო ნაცნობი“ ქ. თბილისის მასშტაბით. წერილში აღნიშნულია რომ პარალელურად გრძელდება მუშაობა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა N1-ში კერძო სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ყველა სალიცენზიო პირობის დასაკმაყოფილებლად. შპს „მდ ჯგუფს“ 2023 წლის 6 აპრილის შემდეგ ინფორმაცია სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1- ის  დაფარვის  მიზნით  დამატებით  საგარეჯოს  სატელევიზიო  ანძაზე და  გარდაბნის  გრესის  მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემის და ანტენის განთავსების შესახებ არ წარმოუდგენია.

5. კომისია ასევე აღნიშნავს რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2024 წლის 30 იანვრის №24-10-213 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მდ ჯგუფი“ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა N1 -ში არ ახორციელებს რადიომაუწყებლობას.

II. სამოტივაციო ნაწილი

1. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა. ასევე ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2024 წლის პირველი თებერვლის კომისიის №გ-24-23/45 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს„მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 7 მარტი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე. სხდომას არ ესწრებოდა შპს„მდ ჯგუფის“ წარმომადგენელი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები შესაბამისად კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

3. კომისიის 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილება;

2. განემარტოს შპს „მდ ჯგუფს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მდ ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მდ ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „მდ ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები